"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, ჯო ჯორდანი ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ლუი ვან გაალი მატჩების მოსაგებად სხვადასხვა საშუალებებს იყენებს.
"კარგმა მწვრთნელმა ყოველთვის იცის როგორ გამოიყენოს თავისი გუნდის რესურსი ისეთ მატჩებში, რომლებშიც ყველაფერი თავის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს. ვერავითარ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ ორ მეტრიანი ფელაინი მატჩის მიწურულს მოწინააღმდეგის დაცვაზე ზეწოლის მოსახდენად მოედანზე გამოდის. ინგლისის ჩემპიონატი ევროპაში ყველაზე რთული ლიგაა, ასე რომ, თუ სამი ქულის აღების ვარიანტი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ კიდეც.
არ ვამბობ, რომ "იუნაიტედი" ამჟამად ოცნების გუნდია. მაგრამ ამ გუნდმა გამარჯვებებს ისტორიულად მიგვაჩვია და არავითარი პრობლემა არ არის იმაში, რომ როცა გუნდი მარცხდება, მოედანზე მაღალი მოთამაშე შემოდის, რომელზეც ჩაწოდებები ხორციელდება. და თუ ასეთი ქმედება თუნდაც ერთ ქულას გძენთ, ეს ნიშნავს, რომ მწვრთნელი თავისი გუნდის რესურსებს კარგად იცნობს." - განაცხადა ჯორდანმა.