"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თავდასხმაში უეინ რუნის დაბრუნება გამორიცხული არ არის.
გასულ კვირაში ჰოლანდიელმა აღიარა, რომ უეინ რუნის ნახევარდაცვაში თამაში მოსწონს და ის მომავალშიც არ პოზიციაზე იდგება, მაგრამ როგორც ჩანს, ვან გაალი აზრის შეცვლას აპირებს.
ამის საფუძველს კი სავარაუდოდ აძლევს ყველა ტურნირზე გამართული უკანასკნელი 8 შეხვედრა, რომელშიც რუნიმ ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.
პრემიერ ლიგაში ინგლისელმა მიმდინარე წელს 450 წუთი დაჰყო მოედანზე და კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს. "სიტუაცია შეიძლება ყოველ კვირაში შეიცვალოს. ეს გარემოებაზეა დამოკიდებული.
როცა ფალკაოს არ ვაყენებ, მეკითხებით: "სად არის ფალკაო?" როცა ვან პერსის არ ვაყენებ, მეკითხებით: "სად არის ვან პერსი?"
როცა რუნის ნახევარდაცვაში ვათამაშებ, უკვე ვიცი, რომ გოლის გატანის შესაძლებლობა ყოველთვის არ მიეცემა." - განაცხადა ვან გაალმა.