ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ "ბარნლისთან" მატჩში მას მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება, მაიკლ კერიკი და ლუკ შოუ.
კერიკი მუხლის ტრავმას იშუშებს და 23 იანვრის შემდეგ მიუწვდომელია, ხოლო ლუკ შოუმ "ვესტ ჰემთან" მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.
პრეს-კონფერენციაზე, ვან გაალმა განაცხადა: "კერიკი ერთადერთი ტრავმირებულია, ლუკ შოუ, რა თქმა უნდა, დისკვალიფიცირებული, ასე რომ, დანარჩენებისგან უნდა ავირჩიო. გუშინ, 21 წლამდელთა გუნდში ჩემი სელექციის 5 ფეხბურთელი ვათამაშე და მათ "ჩელსი" დაამარცხეს.
მაგრამ უნდა ვნახო, "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ როგორ აღიდგინეს ფორმა მოთამაშეებმა - რთული მატჩი იყო, ბოლო წუთამდე ვიბრძოდით, ასე რომ უნდა ვნახო როგორ ფორმაში არიან."