კეოუნი და რედაპი "იუნაიტედის" თამაშს არჩევენ.
ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები მარტინ კიოუნი და ჯეიმი რედნაპი ამ სეზონში "იუნაიტედის" თამაშს განიხილავენ და დასმულ კითხვებს პასუხობენ.
რატომ არის "იუნაიტედის" თამაში ასეთი მოსაწყენი?ჯეიმი რედნაპი: "როდესაც "იუნაიტედი" სერ ალექსის დროს პიკს აღწევდა, ამ დროს ფეხბურთელებს გადაადგილების თავისუფლება ჰქონდათ. ახლა კი როგორც ჩანს, ისინი მკაცრ ჩარჩოში არიან, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია. ზოგჯერ ფეხბურთი მოითხოვს მიუღებელი გადაწყვეტილების მიღებას. ხალხი ძალიან ბევრს ამბობს იმის შესახებ, რომ ლუი ვან გაალი დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა ვხედავთ, რომ მოთამაშეები ამ იდეებით დაბნეულები არიან."
მარტინ კიოუნი: "ისინი ბურთთან ერთად საკმარისად სწრაფად არ მოძრაობენ, როდესაც ისინი ბურთს მოედნის ცენტრში იღებენ, ხშირად კარგავენ და არ იციან რა მოიმოქმედონ. ახლა "წითლები" თამაშებში არ დომინირებენ და მოწინააღმდეგეებზე საკუთარი ავტორიტეტით გავლენას ვერ ახდენენ, როგორც ეს ადრე იყო."
იყენებს თუ არა მენეჯერი უეინ რუნის სწორად?კიოუნი: "მოკლევადიან პერსპექტივაში - დიახ, ხოლო გრძელვადიანში -არა. ლუი ახლა პარამეტრებს ეძებს და ცდილობს, ფეხბურთელებს მაქსიმალურად გამოუნახოს თავიანთი პოზიციები. ეჭვგარეშეა, რომ მომავალში რუნი ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს. უახლოეს მომავალში უეინი ისევ შეტევაში უნდა დააბრუნონ, რადგან ვან პერსი და ფალკაო შესაძლებლობებს ვერ იყენებენ."
რედნაპი: "როგორ ვიგრძნობდი თავს, როდესაც ნახევარმცველ უეინს დავუპირისპირდებოდი? მართალი გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. შემტევის პოზიციაზე ის სულ საშიში მეტოქე იქნება, თუმცა ვფიქრობ რომ ის ცენტრში არც თუ ისე ძლიერია."
დაამტკიცებს ფალკაო საკუთარ შესაძლებლობებს "იუნაიტედში"?რედნაპი: არამგონია, მან ეს აქ შეძლოს. რადამელი შესანიშნავი ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, რომ წინ წარმატებული კარიერა ექნება, მაგრამ იგი "იუნაიტედში" ვერ თამაშობს. თითქმის იგივეს აკეთებდნენ "ჩელსიში" მოთამაშე შევჩენკო და ტორესი."
კიოუნი: "რადამელი რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას უნდა ცდილობდეს. იგი მეტოქის საჯარიმოში შეუდარებელია. მას გოლების გატანა ნდობას შესძენს."
რა უნდა მოიმოქმედოს ვან გაალმა დი მარიას ასაღორძინებლად?კიოუნი: "ანხელმა უნდა გააკეთოს ის, რასაც იგი ინგლისური კარიერის დასაწყისში აკეთებდა - ბურთთან მეტი კონტაქტი და გასართობად თამაში. დასაწყისში ის კარგად გამოიყურებოდა, თუმცა თანდათან სიტუაციიდან გამოდის. როდესაც ბურთს მიიღებს, მაშინვე კარებისაკენ ურტყამს."
წყარო:
Redevils.ru