დეილი ბლინდი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში სადებიუტო შეხვედრას განსაკუთრებულ მომენტად აღიქვას.
ჰოლანდიელი, რომელიც მიმდინარე სეზონში 13 დებიუტანტთაგან ერთ-ერთია, აცხადებს, რომ სექტემბერში ქპრ-ს წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარება "აიაქსის" დატოვების შემდეგ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.
"ცოტათი ვნერვიულობდი. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ყველაფერი სწრაფად მოხდა და უცებ "ოლდ ტრაფორდზე" აღმოვჩნდი, მატჩის დღეს კი უკვე აქ ვიყავი. მახსოვს, როგორ შევაბიჯე გახურებისას მოედანზე და მომენტისგან სიამოვნება მივიღე, სტადიონის ირგვლივ მიმოვიხედე, მოედანი პირველად შევიგრძენი და გულშემატკივარს გავხედე."
დებიუტი კარგი გამოდგა, რადგან "წითლებმა" მატჩი დამაჯერებლად მოიგეს: "დიდებული მატჩი გამოდგა. ბურთს ხშირად ვეხებოდი და ჩემი თამაშის თამაშს ვცდილობდი, 4-0 გამარჯვება კი ფანტასტიური იყო. იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღედ მივიჩნევ. გვირაბში დგომის მომენტი, გასვლისთვის ლოდინი, ყოველთვის დიდებული წამია. ეს არის რაღაც, რისი განცდის დროს ყოველ ჯერზე მინდა სიამოვნება მივიღო და სტადიონს თვალი შევავლო. მინდა ეს გრძნობა ძალიან დიდხანს გამყვეს." - განაცხადა ბლინდმა.