"იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდი დამარცხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლამდელთა გუნდის ასოციაციის თასზე ოცნება დასრულდა, რამეთუ "ტოტენჰემთან" ორშაბათს 3-1 დამარცხდნენ.
"წითელი ეშმაკები" მე-11 გამარჯვების შემდეგ მეოთხე წლის განმავლობაში უთასოდ იქნებიან, რადგან მიმდინარე გათამაშებას მე-5 ტურში გამოეთიშნენ.
"დეზები" მე-20 წუთზე ენტონი გეორგიუს გოლის წყალობით დაწინაურდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა შორეულ ძელთან დარტყმით გაიტანა.
მაგრამ "წითელი ეშმაკები" არ დანებდნენ და პირველი ტაიმის ამოწურვამდე მარკუს რაშფორდის მიერ 25 იარდიდან ფენომენალური საჯარიმო დარტყმის შემდეგ გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
პოლ მაკჰინესის შეგირდებს იმედი მიეცათ, რომ შესვენების შემდეგ მატჩის ბედს შემოატრიალებდნენ, მაგრამ კამერონ ბორტვიკ ჯექსონის მიერ გატანილი გოლი, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, გამაფრთხილებელი ნიშანი გამოდგა.
ისმაილ აზაუიმ ჯოშუა ონომას ჩაწოდებულით ისარგებლა და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა.
"იუნაიტედი" კვლავ აგრძელებდა მეტოქისთვის პრობლემების შექმნას, თუმცა "ტოტენჰემი" კოტრშეტევებზე გადაეწყო.
საბოლოოდ, ლონდონელებმა გეორგიუს დახმარებით კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და მატჩი 3-1 დასრულდა.
ტოტენჰემი: Voss; Walker-Peters, Walkes, Amos, Maghoma; Carter-Vickers, Georgiou, Stylianides (Owens 81); Harrison (Sterling 77), Onomah (c), Azzaoui ( Edwards 72)
გამოუყენებელი ცვლილებები: Glover (GK); Loft
გოლები: Georgiou 19, 70; Azzaoui 61
მანჩესტერ იუნაიტედი: Henderson; Reid, Tuanzebe (c), Williams, Borthwick-Jackson; Fosu-Mensah, Redmond; Riley, Gribbin, Dearnley (Mitchell 71); Rashford
გამოუყენებელი ცვლილებები: Dorrington (GK); Thompson, Croskery, Scott
გოლები: Rashford 25
მსაჯი: Stephen Ross
წყარო:
M.E.N.