"ვესტ ჰემთან" მატჩში რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მეასედ მოირგო.
2012 წლის აგვისტოდან ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ჰოლანდიელმა 57 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 0.57 გოლს უდრის. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან შეამჩნევდით, მსგავსი საშუალო მაჩვენებელი აქვს პრემიერ ლიგაშიც - 0.58 გოლი ერთ მატჩში.
რა თქმა უნდა, ვან პერსის არაერთი დასამახსოვრებელი და ბრწყინვალე გოლი აქვს გატანილი, მაგალითად, როგორიცაა "მანჩესტერ სიტის" კარში ბოლო წამზე გატანილი გამარჯვების გოლი, ან იგივე გამარჯვების გოლი მისი ყოფილი გუნდის კარში და ვის დაავიწყდება მისი ჰეთ-ტრიკი "ოლიმპიაკოსთან" მატჩში, ან "ასტონ ვილას" კარში საჩემპიონო გოლები.