ანხელ დი მარია აღიარებს, რომ მას ამინდთან და ინგლისურ ენასთან პრობლემები აქვს. მოგეხსენებათ, არგენტინელი ვინგერი კლუბისა და პრემიერ ლიგის სარეკოედო ტრანსფერია და მის ანგარიშზე მხოლოდ სამი გოლი და 6 ასისტია 19 ჩატარებულ მატჩში.
ანხელი აცხადებს, რომ იგი ოლდ ტრაფორდზე ბედნიერია, თუმცა ინგლისურ წვიმასთან და ენის სწავლასთან პრობლემები აქვს. "მე კარგად ვეჩვევი." - აცხადებს დი მარია. "ერთადერთი მხოლოდ ამინდია პრობლემა. ამას ვერაფერი მოვუხერხე. საბოლოო ჯამში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხალხს ჩემდამი სიმპატია გააჩნია, რაც ჩემთვის უმთავრესია. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ."
როდესაც ჰკითხეს თუ როგორ მიდიოდა ინლისურის კურსები, მან განაცხადა: "ძალიან ცუდად. მგონი უკვე რეგრესს აქვს ადგილი. ძალიან ცოტას ვითვისებ და ძალიან ცოტა მესმის. როგორც უკვე ვთქვი, ნელ-ნელა ვსწავლობ და კურსებზეც დავდივარ. იმედია მალე ავითვისებ ინგლისურ ენას სრულიად." - დაასრულა ანხელმა.