"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ღამის კლუბში სქესობრივი აქტის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უარს აცხადებს გააკეთოს კომენტარი ფაქტზე, რომელიც კლუბში, "იუნაიტედის" ფეხბურთელის სექსის კადრებს ასახავს ღამის კლუბის ტუალეტში. გუნდის ყველა ფეხბურთელი უახლოს მომავალში დაკითხული იქნება კლუბის თავკაცების მიერ, იმ საქციელის გამო, რომელიც დიდი ალბათობით გუშინდელ ღამეს იქნა ჩადენილი.
გამომცემლობა The Sun იტყობინება, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი უკვე ჩართულია აღნიშნულ საქმეში. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი სექსით კავდება 20 წლის ქალთან, ღამის კლუბის ტუალეტში და მისი თანაგუნდელები კი ვიდეოს კაბინის ზემოდან იღებენ.
უცნობი წყარო აცხადებს: "ისინი ტუალეტში იმყოფებოდნენ. კარებები დაკეტილი იყო, მაგრამ დანარჩენები კარების ზემოდან იღებდნენ. ეს აუტანელი საქციელია. გოგო კი გაფრთხილებული იყო, რომ მათ ქვემოდან ვიდეოს უღებდნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ვიდეო თანაგუნდელებში გავრცელდა. მიჩნეულია, რომ ფეხბურთელები ამას ხუმრობის მიზნით იღებდნენ, მაგრამ გოგონამ ემოციური ზიანი მიიღო, როდესაც ვიდეო გუნდში იქნა გავრცელებული.
უცნობი წყარო: "ისინი ნასვამები იყვნენ და თავი ხელში ვერ აიყვანეს." ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ მანჩესტერის პოლიცია გამოძიებას არ გეგმავს მანამ, სანამ საჩივარი არ იქნება გაკეთებული.
წყარო:
Mirror