კარინგტონის ცენტრი - მანჩესტერ იუნაიტედის თანამედროვე სამწვრთნელო ბაზა, რომელმაც 2001 წელს შეცვალა „კლიფის“ ბაზა. ის მდებარეობს კარინგტონში, ოლდ ტრაფორდის დასავლეთით ექვს მილში. ნაგებობა იკავებს დაახლოებით 28 ჰექტარს და სტადიონის სტანდარტულ ფართობს თოთხმეტჯერ აღემატება. კომპლექსის შიგნით მდებარეობს წვრთნისა და რეაბილიტაციის ზონები, ფიზიოთერაპია, მასაჟის ოთახი, სპა და ჰიდროთერაპიული აუზები.
ასევე არის კალათბურთის და სკვოშის დარბაზები, საუნა, ორთქლის ოთახი, დარბაზი ფიზიკური მომზადებისთვის, რესტორანი ფეხბურთელებისა და მომსახურე პერსონალისთვის, საკონფერენციო ოთახები, ოფისები და საკლასო ოთახები. ასევე არსებობს ოთახი სადაც MUTV ინტერვიუს ართმევს ფეხბურთელებს. პრესამ ეს ბაზა შერაცხა „კარინგტონის ციხე-სიმაგრედ“, რადგან მას აკრავს 30 000 ხისგან შემდგარი 2,4 კილომეტრიანი გალავანი, რომელიც მშვენივრად იცავს ფეხბურთელებს ცნობისმოყვარე პრესისა და მეტოქე გუნდის ჯაშუშებისგან. 2003 წელს მანჩესტერ სიტიმ ააგო სამწვრთნელო ბაზა.... კარინგტონში, იუნაიტედის ბაზის გვერდით. უცნაურია, არა?
კარინგტონამდე იუნაიტედის მთავარი სამწვრთნელო ბაზა იყო „კლიფი“, რომელიც მდებარეობდა სალფორდში, მდინარე ირბელის ნაპირებთან. იქ არის ღია და დახურული მოედნები, დარბაზი ფიზიკური მომზადებისთვის, სავარჯიშო ზონა, სპორტული დარბაზი და აღჭურვილობა ტრამვირებული ფეხბურთელების სამკურნალოდ. კარინგტონის ცენტრმა ჩაანაცვლა ეს ბაზა, თუმცა ის მაინც გამოიყენება ახალგაზრდული გუნდის და აკადემიის თამაშებისთვის.