"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვული ნაკრების ფეხბურთელმა უეინ რუნი აცხადებს,რომ გუშინ ინგლისის ნაკრება სასურველ შედეგს მიაღწია.რუნი ამ მატჩში ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.ამის გარდა მან 2 გოლის გატან შეძლო.
"გუშინდელ მატჩში მე მქონდა პატივი მეტარებინა კაპიტნის სამკლაური.ამ მატჩში გატანილი ორი გოლის წყალობით მე შევედი ინგლისელ ბომბარდირთა ხუთეულში და ამით ძალიან გახარებული ვარ.მე იმედი მაქვს,რომ პროგრესირებას გავაგრძელებ და ჩემს მაჩვენებელს გავიუმჯობესებ." - განაცხადა რუნიმ.
"სან მარინოსთან ძალიან კარგად ვითამაშეთ.შევქმენით ბევრი მომენტი ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო,მაგრამ მათი მეკარე კარგად გამოიყურებოდა და მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით.ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს,გავიტანეთ ხუთი უპასუხო ბურთი და მგონი ცუდი შედეგი არ არის." - დაასრულა რუნიმ