"ვესტ ჰემთან" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
დავიდ დე ხეაერთი შეცდომა და ოთხი სეივი.
ნათელია, დავიდს ეს მატჩი აქტივში ჩაეწერება. "იუნაიტედის" ძირითადი მეკარე საიმედოა და ახალ კონტრაქტს ყველანი ველოდებით.
ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსიამოედანზე მსგავსი ფუნქციები და შესანიშნავი მოქმედება გვაიძულებს ორივე ერთ კატეგორიაში გავაერთიანოთ.
ორივე მათგანი აქტიურად ერთვებოდა შეტევაში და ამასთან ერთად თავდაცვასაც ახერხებდნენ.
შოუ ხშირად აღმოჩნდებოდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და აზღვევდა როხოს, რომელიც შეტევაში მიდიოდა, ან შემტევ ფეხბურთელს ფლანგზე გადაჰყავდა.
ანტონიო ვალენსიასა და ლუკ შოუს გადაადგილების სითბური რუკა
მიუხედავად ლუკის წითელი ბარათისა და ფლანგიდან ხანდახან ცუდი პასებისა, ამ ორმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შექებას იმსახურებენ.
მარკოს როხო და ფილ ჯონსიროხოს საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ იყო. წარუმატებელი თამაში საჰაერო ბურთებზე, მოუხელთებლობა ორთაბრძოლებში, რასაც კონტრშეტევები და ყვითელი ბარათი მოჰყვა, არაზუსტი გადაცემები - სრული სერვისი.
რაც შეეხება ფილს, ის უფრო ნაკლებად აქტიური იყო და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით კავდებოდა, მაგრამ არც ამას აკეთებდა წარმატებულად. ჩაწოდებებისა და ბურთის ჩაგდების დროს სუსტმა თამაშმა იქამდე მიგვიყვანა, რომ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელები იოლად თავისუფლდებოდნენ ჯონსისგან.
ორივე მცველს შეიძლება მინუსი დავუწეროთ შეტევის განვითარების შენელების გამო. განვიხილოთ მაგალითი.
ფლანგზე ბურთი ანტონიო ვალენსიას აქვს, ამის შემდეგ თავისუფალ ზონაში ჯონსს გაუკეთდება პასი. ყურადღება მიაქციეთ ბლინდსა და მის წინ არსებულ თავისუფალ ზონას.
ჯონსმა მიიღო ბურთი და ბლინდი შეტევის გაგრძელებისთვის პასის მიწოდებას სთხოვს. ფილი ჰოლანდიელს უარყოფს და მეკარის საშუალებით როხოზე მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ დეილიმ ჯონსს პასის გაკეთებისთანავე შენიშვნა მისცა პასის არ მიწოდების გამო.
დე ხეას გავლით ბურთი როხოსთან მივიდა. მოედანზე არსებული სიტუაცია არ შეცვლილა. ბლინდი ცენტრში შესანიშნავ პოზიციაზე მარტო რჩება და პასის მიღებისა და შეტევის დაწყების შესანიშნავი საშუალება აქვს.
ნაცვლად ამისა, როხო პასს იანუზაის აწვდის და ბურთი იკარგება.
***
მესმის, რომ ბიჭები კერიკთან ერთად თამაშს მიეჩვიენ და ასეთი პასების კეთებას ერიდებიან, მაგრამ ახალ სიტუაციასთან შეგუება აუცილებელია.
დეილი ბლინდიმე-14 წუთზე მომხდარი ეპიზოდისას დაშვებულმა შეცდომამ და საჰაერო ორთაბრძოლებში ცუდმა თამაშმა ბლინდისთვის კარგი შეფასების მიცემის საშუალება არ მომცა, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პირველ ტაიმში მოედნის ცენტრი "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებმა უბრალოდ ჩაყლაპეს. ბლინდმა 5-დან 4 ორთაბრძოლა წააგო. თუმცა ყველაფრის ბლინდისთვის დაბრალება არ ღირს.
იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს, საყრდენ ზონაში ორი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს - ცუდი და კარგი პოლიციელი. რუნი "კარგი პოლიციელის" როლში გამოდის, მაგრამ მოწინააღმდეგის ფეხბურთელებზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და მათ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მისცეს, წამოიწყოს შეტევები და აუცილებელ შემთხვევაში გოლებიც გაიტანოს.
ბლინდი თავისი პოზიციით უფრო დაბლა იმყოფება და "ცუდი პოლიციელის" როლს ირგებს, რომელიც ცენტრის შეტევებს კვეთს, ეხმარება დაცვას და აზღვევს პოზიციებს.
ამ მატჩში მოხდა ისე, რომ რუნი მასზე დაკისრებულ მოვალეობას საერთოდ არ ასრულებდა. არც დაცვაში იყო სასარგებლო და არც თავდასხმაში. რუნი უბრალოდ დადიოდა მოედანზე და საბოლოოდ ორივე როლის მორგება დეილის მოუხდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასეთი კალიბრის დავალებს ვერ გაუმკლავდა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნა და გოლი გაიტანა.
უეინ რუნი (К)არსით, რუნის შესახებ უკვე ყველაფერი ითქვა. მხოლოდ იმის აღნიშვნაღა დარჩა, რომ რუნი გუნდის ხელშეუხებელი ფეხბურთელია - მას კაპიტნის სამკლაური აქვს. ვან გაალის თქმით, რუნი სიამოვნებასაც კი იღებს მოედნის ცენტრში თამაშით, რადგან ბურთით მუშაობის უფრო მეტი საშუალება აქვს. მაგრამ ვინ იღებს ამისგან სარგებელს - გაურკვეველია. უეინი ძალიან ცუდად გამოიყურება, იგივეა, რომ ცენტრში არავინ იდგეს. რუნი, დაიცვინე თმა და დაბრუნდი ჩვენთან ისეთივე ველური, როგორსაც გიცნობდით. ის, რასაც ვხედავთ, ფარსია.
ადნან იანუზაიბელგიელმა სუსტი მატჩი ჩაატარა. ხშირად აძლევდა თავს უფლებას არასანქცირებულ მოტყუებაზე წასულიყო და ბურთს კარგავდა, მაგრამ ამასთან ერთად ვან პერსის შესანიშნავი მომენტი შეუქმნა.
ანხელ დი მარიამიმოხილვა გვაიძულებს საგნებს მეტ-ნაკლებად ობიექტურად დავაკვირდეთ, მაგრამ აქ, როგორც მიმოხილვის ავტორი, თავს შევიკავებ. ყველაფერი თავად ნახეთ. დი მარიას თამაში საავტორო ბლოგში ცალკე ჩანაწერს იმსახურებს.
უბრალოდ 2015 წლის სტატისტიკას დავამატებ.
და "ვესტ ჰემთან" მატჩში ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს - ბურთის დაკარგვა. ფალკაოსთან ერთად ჯამში 14 გამოდის. იანუზაის საპატიო მესამე ადგილი უჭირავს.
დი მარიასა და ფალკაოს მიერ ბურთის დაკარგვები
რადამელ ფალკაოასე, თავდამსხმელებსაც მივადექით. რომელთაგან ერთ-ერთი, ოდესღაც ცნობილი "ელ ტიგრე", ხშირად კარგავდა ბურთს, ერთ-ერთზე გასვლისას ვერ გაიტანა და უამრავი ორთაბრძოლა წააგო.
რადამელმა ტრავმამდე არსებული რადამელი მხოლოდ ერთ ეპიზოდში გაგვახსენა, როცა საჯარიმოში დეილი ბლინდისგან მიიღო ბურთი, კორპუსით დაფარა და მიაწოდა ვან პერსის, რომელმაც, სამწუხაროდ, მეკარეს გაარტყა.
ფალკაოს დარტყმები. 3 აცილება, 1 დაბლოკილი
რობინ ვან პერსირობინის მთავარი დახასიათება ამ მატჩში - ვერ გაიტანა.
თუმცა, საბოლოო ჯამში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფალკაო მეკარის პირისპირ ერთი-ერთზე გაიყვანა და რადამელისგან გასხვავებით, ყველა დარტყმა კარის ჩარჩოში მოახვედრა.
ვან პერსის დარტყმები. 3 კარში, 1 დაბლოკილი
თითქოს რობინი ყველაფერს ზუსტად ასრულებს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი ქრონიკული სენი აქვს, "არსენალიდან" 16 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გადმოვიდა.
მარუან ფელაინიბოლოს მინდა დავამსხვრიო მითი იმის შესახებ, რომ ფელაინის გამოსვლასთან ერთად თამაში შეიცვალა. ასე სულაც არ არის! თამაშმა კურსი გატანილი გოლის შემდეგ შეიცვალა, როცა "ვესტ ჰემმა" შეგნებულად დათმო ინიციატივა და კონტრშეტევებზე გადაეწყო.
გამართლებულია თუ არა ეს, ელერდაისმა განსაჯოს, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.
ფელაინის გამოსვლასთან ერთად კი "იუნაიტედმა" მოედანზე კიდევ ერთი ერთეული შეიძინა. არსით, მარუანმა დაიწყო იმ ფუნქციების შეთავსება, რომელიც რუნის ევალებოდა - ცენტრში ბლინდის მხარდაჭერა. მაგრამ მატჩის მიწურულს ყველა მაღალ ფელაინისა და ვან პერსის იმედად დარჩა, რასაც გოლის გატანა მოჰყვა. "ვესტ ჰემი" თავისივე იარაღით დასაჯეს.
ავტორი: ალექსანდრ კორენევი.
წყარო:
carrick.ru