ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩსი "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. პირველ ნახევარში მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა დე ხეა დამაჯერებელი იყო. "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა მეორე ნახევარში მოახერხეს. თავი კუაიტემ გამოიჩინა და 49-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. "ჩაქუჩებს" მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ნობლის დე ხეამ აჯობა. მანჩესტერელები გატანილი გოლის შემდეგ გააქტიურდნენ და რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ჯერ ფალკაომ ვერ მოახერხა ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანა, მეორე მომენტში კი პერსის ადრიანმა აუღო. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს, 92-ე წუთზე დეილი ბლინდმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. 24 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი მე-4 პოზიციაზე იმყოფება და 1 ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან "საუთჰემპტონს".
"ვესტ ჰემი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-1სტადიონი:“ბოლეინ გრაუნდი”
გოლები: 1:0 კუაიტე (49), 1:1 ბლინდი (92).
გაფრთხილებები: სონგი, ადრიანი – როხო, რუნი, შოუ
გაძევება: შოუ (93)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
"ვესტ ჰემი: ადრიანი, ტომკინსი, კუაიტე, ჯენკინსონი, კრესველი, სონგი, ნოლანი, ნობლი, დაუნინგი, ე.ვალენსია (იარვისი 84), სახო.
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, შოუ, ჯონსი, როხო, ა.ვალენსია, ბლინდი, იანუზაი (ფელაინი 72), დი მარია, რუნი, ვან პერსი, ფალკაო (სმოლინგი 95).