"არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა ჯონ ჰარტსონმა აღნიშნა, რომ ლუი ვან გალი ვერაფრით ვერ ახერხებს შემადგენლობის სწორად გამოყენებას.
"ლუი ვან გალს აქვს კოლოსალური გამოცდილება და მის განკარგულებაში შესანიშნავი შემადგენლობაა. მართალი რომ ვთქვათ, "იუნაიტედისგან" ამ სეზონში უფრო მეტს ველოდი. "ვესტ ჰემთან" მატჩმა აჩვენა, რომ "წითელი ეშმაკების" თამაში განიცდის დინამიკის არ ქონას. ეს ჩემი აზრით გამოწვეულია იმით, რომ ლუი ვან გალი ვერ იყენებს სათანადოდ თავის ძირითად ფეხბურთელებს",-ციტირებს ჰარტსონის სიტყვებს caughtoffside.com-ი.
"ანხელ დი მარია თამაშობდა დაიმონდზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის ბედნიერი იყო ამ ფუნქციის შესრულებით. დაიმონდის დროს ის უფრო კარგად გრძნობს თავს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. თუ თქვენ გაიხსენებთ, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ამ სეზონში "ქპრ-ს" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ჩაატარა ამ პოზიციაზე".
"მე "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვთამაშობდი 90-ანი წლების ბოლომდე, როდესაც ისინი იგებდნენ ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა. ისტორიულად, ისინი ეყრდნობოდნენ ფლანგებზე თამაშს, ამის წყალობით ბურთს ყოველთვის იღებდნენ მათი ცენტრალური ფორვარდები. ყველაფერი ეს კლუბს ახლა არ აქვს, ამის გამო ფალკაოც და ვან პერსიც რჩებიან სამუშაოს გარეშე".