ახლახანს დავბრუნდი ლონდონიდან, სადაც დღეების მოკლე შუალედში გასამართი ორი მატჩიდან ერთ-ერთი ვითამაშეთ. ინგლისის თასზე უკეთესები ვიყავით, ვიდრე პრემიერ ლიგაში, მაგრამ ერთი ქულის გადარჩენა მაინც მოვახერხეთ დეილი ბლინდის გოლის წყალობით. "ვესტ ჰემის" კარგ სამუშაოს მიმდინარე სეზონში ყველა ვხედავთ და დავიდს პრობლემები შეუქმნეს. სახლში ყოველთვის რთულად დასამარცხებლები არიან და ადგილს, რომელსაც ამჟამად იჭერენ, ნამდვილად იმსახურებენ.
"კემბრიჯის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ, ასე რომ, მეხუთე რაუნდში "პრესტონს" ვხვდებით. მაგრამ ეს მატჩი ორშაბათს გაიმართება. მანამდე სახლში "ბარნლის" ვხვდებით და ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლა ძალიან გართულდა. ვიცით, რომ სახლში სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და სწორედ ამას ვესწრაფვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრის დახმარებით მოვახერხებთ.
ასე მოხდა "კემბრიჯთანაც". "ოლდ ტრაფორდზე" "გადათამაშების" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის, რადგან გულშემატკივრის ექსტრაორდინალურ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა გულშემატკივარმა, რომელიც მატჩის საყურებლად სიცივეს დაუპირისპირდა. დიდებული საღამო გამოდგა, რადგან ერთ-ერთი გოლი მე გავიტანე და როგორც ადრე ვთქვი, ინგლისის თასი ძალიან მომწონს.
კიდევ ერთხელ გმადლობთ თქვენი შეტყობინებებისთვის. ბრძოლას გავაგრძელებთ და ყველა თამაშში მოგებას ვეცდებით. კარგი კვირა გქონოდეთ.
გეხვევით. ხუანი.
PS. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დარენ ფლეთჩერს ახალ თავგადასავალში წარმატებები ვუსურვო. ის დიდებული ფეხბურთელია და არაჩვეულებრივი თანაგუნდელი, ყოველთვის "იუნაიტედის" ლეგენდად გვემახსოვრება. შენი აქ ნახვა ფანტასტიური იყო, ყველაფრისთვის გმადლობ, ფლეთჩ!
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.