"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ "ვესტ ჰემთან" ფრე დაივიწყონ და "ბარნლის" გამარჯვების განწყობით შეხვდნენ.
"წითელი ეშმაკები" თითქმის დამარცხდნენ "ბოლეინ გრაუნდზე", რადგან ჩეიხუ კუიატეს მიერ 49-ე გოლი მატჩის უკანასკნელ წუთებამდე ერთადერთი გატანილი ბურთი იყო, თუმცა დეილი ბლინდმა შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. "საბოლოოდ, გასახდელ ოთახში იმედგაცრუებულნი დავბრუნდით იმის გამო, რომ სამივე ქულის წამოღება ვერ მოვახერხეთ. მაგრამ "ვესტ ჰემმა" კარგად ითამაშა და ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია.
გამარჯვება გვჭირდებოდა და ჩვენთვის დიდი მატჩი იყო. არ წავაგეთ, რაც პლუსია, მაგრამ მეტი ნაყოფის მიღება შეგვეძლო. ოთხშაბათს კიდევ ერთი დიდი მატჩი გვაქვს და მის მოგებას აუცილებლად უნდა ვეცადოთ.
მატჩის შემდეგ მწვრთნელმა გასახდელ ოთახში გვითხრა, რომ ჩვენს სულისკვეთებას არ უჩივის. პირველ ტაიმში უფრო მეტად რომ გვეჩვენებინა ეს, იქნებ გამარჯვებითაც დავბრუნებულიყავით. მაგრამ ამ თამაშიდან ყურადღების გადატანა სხვა რამეზე უნდა მოვახდინოთ, "ბარნლისთან" მატჩს ასე უფრო უკეთესი განწყობით შევხდებით."