დეილი, თქვენ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეთ. ეს ჯილდო იყო იმისთვის, რომ მატჩის ბოლომდე არ დანებდით?
დიახ, გოლი ჯილდოდ იქცა, მაგრამ უფრო მეტი გვინდოდა. პირველ ტაიმში ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, მოწინააღმდეგეზე ხშირად ბურთის კონტროლს ვერ ვახერხებდით. მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, შემდეგ კი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც მომენტების შესაქმენლად გარჯა გახდა საჭირო. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, ვაჩვენეთ, რომ ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ფრე არ გვახარებს.
"ვესტ ჰემის" გოლის შემდეგ გუნდი მართლაც გამოცოცხლდა?
შესაძლოა. ვფიქრობ, მეორე ტაიმი პირველზე უკეთ დავიწყეთ, შემდეგ მოწინააღმდეგემ გაიტანა, ამიტომ ასეც შეიძლება ითქვას.
შეწუხებულები იყავით იმით, რომ "ვესტ ჰემი" საჰაერო ორთაბრძოლებს სტანდარტული მდგომარეობების დროს ხშირად იგებდა?
განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველ ტაიმში გამოსდიოდათ. შესვენების შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, უფრო მეტ ორთაბრძოლებს ვიგებდით, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მოედნის ცენტრში ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა. მოწინააღმდეგეს შემადგენლობაში ძლიერი ნახევარმცველები და თავდამსხმელები ჰყავს, რთული იყო.