დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში "ვესტ ჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. გუნდის ლაზარეთში ამჟამად მხოლოდ მაიკლ კერიკი იმყოფება, რომელსაც კუნთი გაუწყდა. ტრავმა მოიშუშა ეშლი იანგმა და იმედი აქვს, რომ "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს. "იუნაიტედთან" მატჩის წინ ელერდაისი დაცვის ხაზში ტრავმის კრიზისს წააწყდა. მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი დარჩა, რადგან უინსტონ რიდი და ჯეიმს კოლინსი ტრავმას იშუშებენ, ხოლო შეიხუ კუიატემ შესაძლოა გამოჯანმრთელება მოასწროს. დაშავებულია ენდი კეროლიც და საეჭვოა, რომ ელერდაისმა მისი ჯანმრთელობით გარისკოს, ხოლო დიეგო პოიეტი და დონეილ ჰენრი მატჩს დაზიანების გამო აუცილებლად გამოტოვებენ.
სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 24-ე ტური
თარიღი: კვირა, 8 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 20:15, (ჩვენი დროით)შემადგენლობა:ძირითადი: De Gea, Valencia, Jones, Rojo, Shaw, Blind, Rooney, Januzaj, Di Maria, Falcao, van Persie.
სათადარიგო: Valdes, Smalling, McNair, Fellaini, Herrera, Mata, Wilson.