"მანჩესტერ იუნაიტედი" როტერდამის "ფეიენოორდის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ტერენს კონგოლოს შეძენით ინტერესდება. ჰოლანდიელის გადაბირებას მანჩესტერელები ზაფხულში შეეცდებიან.
ასევე კონგოლო პრემიერ ლიგის სხვა გუნდების: "საუთჰემპტონისა" და "მანჩესტერ სიტის" სამიზნეცაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერენსის ძმა როდნი "მანჩესტერ სიტის" 18 წალდემლთა ნაკრების ფეხბურთელია.
ლუი ვან გაალი უკვე იცნობს ტერენსს და კარგად იცის მისი შესაძლებლობები. ლუიმ ახალგაზრდა მცველი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად წაიყვანა. ტერენსმა მუნდიალზე ერთი თამაშის ჩატარება შეძლო.