თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 14:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 10
ვან გაალი რუნის ნახევარმცველად აქცევს
ლუი ვან გაალის რუნის პოციზიას შეუცვლის.
ვან გაალი რუნის ნახევარმცველად აქცევს
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ უეინ რუნისთვის ნახევარმცველის პოზიცია შესაფერისია.

ამ პოზიციაზე რუნის დაყენებამ აჩვენა, რომ კაპიტანს მოედნის სიღრმიდანაც კი შეუძლია გოლების გატანა. ამის დასტური "ლივერპულისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩებია.

"არ ვფიქრობ, რომ რუნის ოდესმე დაუჩივლია თავის სათამაშო პოზიციაზე. პირიქით, ვფიქრობ, ნახევარდაცვაში თამაში მოსწონს, რადგან ბურთით უფრო ხშირადაა და ამისგან სიამოვნებას იღებს. ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია ითამაშოს იმდენ პოზიციაზე, რამდენზეც რუნის, ის მულტიფუნქციური ფეხბურთელია.

მე ფეხბურთელების ხარისხს ვაკვირდები და იმას, თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებენ უკეთ, რადგან მათ გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. სწორედ ამას ვეუბნები რუნის: "ახლა შენი წვლილი უფრო დიდია, რადგან მარჯვნივ თამაშობ." რატომ? იმიტომ, რომ შეგიძლია პასი გააკეთო და ჩააწოდო, რადგან მარჯვნივ ხარ და ასევე შეგიძლია ანტონიო ვალენსიას ჩარბენას დაელოდო.

როცა სამი მცველითა და ოთხი ნახევარმცველით ვთამაშობთ, შესაძლოა მარცხენა ინსაიდერის პოზიცია მისთვის უკეთესია. მაგრამ სისტემაში, რომელშიც მარჯვნივ უნდა გადახვიდე და ჩარბენებს დაელოდო, მარჯვენა ფეხით მოთამაშე ნახევარმცველი მჭირდება და რუნი მარჯვენა ნახევარდაცვიდან მარცხენა ნახევარდაცვაში გადადის. ახლა იქ ადნან იანუზაის ვათამაშებ, რადგან ის ცაციაა და დრიბლინგისა და ჩაწოდების განხორციელება შეუძლია. თითოეულ სისტემას აქვს არგუმენტი იმისთვის, თუ რატომ უნდა იდგეს ესა თუ ის ფეხბურთელი ამა თუ იმ პოზიციაზე.


ედგარ დავიდსი მარცხენა ვინგერი იყო და ნახევარმცველად ვაქციე, მაიკლ რაიციგერი "ათიანი" იყო და მცველად ვაქციე, ფრანკ რაიკაარდი მარჯვენა ნახევარმცველი იყო და ცენტრალურ მცველად ვაქციე.

მიყვარს მულტიფუნქციური ფეხბურთელები, რადგან შეგიძლია შენი გუნდის ვარიაცია მოახდინო და მოწინააღმდეგისთვის უფრო ამოუცნობი ხდები, რადგან ფეხბურთელებს პოზიციებს უცვლი. სწორედ ამიტომ მომწონს, ამიტომ მყავდა "აიაქსში" ისეთი გუნდი, რომელსაც მოწინააღმდეგე ვერასდროს იცნობდა. იგივე შეიძლება რუნის შემთხვევაშიც.

ვცდილობ იგივე გავაკეთო ანხელ დი მარიასა და ადნან იანუზაის შემთხვევაშიც, რადგან ნამდვილად შეუძლიათ იქ თამაში, სადაც ახლა თამაშობენ. შესაძლოა ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა, რომელსაც უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ეს კი რთულია, რადგან სეზონის განმავლობაში უნდა მოვახერხო, მიუხედავად ამისა, მაინც მესამეზე ვართ."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 თებერვალი 2015 14:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გადაწურა ყველა იმედი. თუ ფალკაო, პერსი და უილსონი ერთად დაიმტვრევიან, ალბათ მაშინ დააყენებს თავდასხმაში. ან თუ პლეიმეიკერები არ იქნებიან მაშინ, იქ შეცვლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
8 თებერვალი 2015 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ბიჭო რა გაუტრაკე საქმე ამ კაცს ტო. დაანებე თავი და ათამაშე კაცი თავის პოზიციაზე, ერერას სკამზე ალპობს და რუნის სად არბენინებს.
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
8 თებერვალი 2015 15:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კიდე უფრო უკან არ ჩამოწიოს ეგეც საშიშია ;დდ
0
№4
ავტორი: ALEXFERGUSON
8 თებერვალი 2015 15:34
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აბა ერთი-ორი თამაში მეკარეთაც ცადე რუნის დაყენება. იქნებ დეჰეაზე უკეთესია და დათო გავყიდოთ რეალში. :) კაცს ჩარტონის რეკორდის მოხსნა უნდა და ამან რუნი ნახევარმცველად უნდა ვაქციოო. მაშინ გაყიდეთ ეს ერერა,რაღას ტანჯავთ? ფელაინი თავდასხმაში, რუნი კარში,მაკნერი ცენტრში და ეშლი იანგი მწვრთნელად გაუშვი. ესე საერთოდ ამოუცნობი გახდები კი არა, მოწინააღმდეგე გუნდი იმდენად გამო- ყ ლ ე ვ დ ე ბ ა რო ვაბშე ვერ ითამაშებენ გაოცებისგან და მოიგებ ეგრე პრემიერლიგასაც და ლიგასაც.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2015 16:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე ფეხბურთელების ხარისხს ვაკვირდები და იმას, თუ რომელ პოზიციაზე ითამაშებენ უკეთ, რადგან მათ გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ


ანუ ამას ჰგონია რომ რუნი მარჯვენა ფლანგზე უკეთესია ვიდრე წინ? ან დი მარია ფორვარდად უკეთესია ან ათიანზე ვიდრე ფლანგზეე? ტეხავს რა
0
№6
ავტორი: bziki
8 თებერვალი 2015 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ ვიცი სამომავლო გეგმებისთვის შეიძლება გამართლებულიც ყოფილიყო როცა სისწრაფე მოაკლდებოდა და დიხანია მარა დღეს შესანიშნავ კონდიციებშია და 2-3 წელი კიდევ დარჩება 10 იანის პოზიცია ზედ გამოჭრილია ჩემი აზრით დღეს რუნისთვის. ვნახოთ ზაფხულში თუ ნახევარმცველი არ მოიყვანეს მაღალი დონის დატოვებს ნახევარმცველად რუნის და ეგაა
0
№7
ავტორი: batumski
8 თებერვალი 2015 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ALEXFERGUSON,
ვარჯიშებზე დგებოდა ხოლმე ადრე მეკარედ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№8
ავტორი: AkkRed
8 თებერვალი 2015 19:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ღადაობ? ტიპი პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვის იბრძვის ეს კიდე ნახევარდაცვაში აყენებს
0
№9
ავტორი: Best 7
8 თებერვალი 2015 19:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Au sheirchos ert adgilas tavisi filosofia da daayenos runi forvardis poziciaze!
0
№10
ავტორი: Macklemore
9 თებერვალი 2015 14:05
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფუ შენი არასწორი......!! რა ნახევარმცველად კაცი შირერის რეკორდისთვის იბრძვის. ფუ ბუბლიკ რა. თან ხო ხედავ შეჩემისგადანგრეულო რო შეტევაში უკეთ თამაშობს, ვიდრე ნახევარდაცვაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top