"მანჩესტერ იუნაიტედი" "პსჟ"-ს ბრაზილიელი მცველის მარკინიოსის შეძენით კვლავ ინტერესდება. დიდი ალბათობით, "წითლები" ბრაზილიელს ზაფხულში გაიფორმებენ. "იუნაიტედმა" ბრაზილიელის შესაძენად იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი შეთავაზება გააკეთა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა მანჩესტერელები უარით გაისტუმრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის 20 წლის მცველი 30 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეიძინოს.
"პრემიერ ლიგა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ფეხბურთელებს. ბრაზილიაში ბევრი ისეთი ბავშვია, რომელიც "იუნაიტედს" უჭერს მხარს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" გარკვეული მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა ჯერ-ჯერობით მე "პსჟ"-ს ნაწილი ვარ."-განაცხადა მარკინიოსმა