პრესის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და "რეალთან" დაკავშირებულ ჭორებს ბოლოს მოუღებს.
დავიდ დე ხეას, რომელიც მიმდინარე სეზონში ფორმის პიკში იმყოფება, მოქმედი კონტრაქტით კლუბთან მხოლოდ 1 წელი აკავშირებს.
მისით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის "რეალი" ინტერესდება და მზადაა მეკარეში სარეკორდო თანხა გადაიხადოს.
"წითელი ეშმაკები" 24 წლის მეკარეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, რომელიც 200 ათასი ფუნტის ოდენობის ხელფასზე იქნება გათვლივი და როგორც Daily Star იტყობინება, კლუბსა და მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
დე ხეას აგენტმა, ხორხე მენდეშმა მცირე ხნის წინ განაცხადა: "დე ხეა საოცარია, ის დიდებულია. დავიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და მასთან კონტრაქტი აკავშირებს. ამას პატივი უნდა სცეთ, მაგრამ მოვლენები ყოველ 5 წუთში იცვლება."