სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონში რთული მატჩისთვის ემზადება, "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი ფეხბურთელი თავის საყვარელ მეტოქესთან სტატისტიკის გაუმჯობესების იმედს იტოვებს.
უეინ რუნის "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 14 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე მეტჯერ "ასტონ ვილას" კარი აქვს დალაშქრული, "ჩაქუჩებთან" რუნის საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
ასეთი შედეგის მიღწევა 2005 წელს "აპტონ პარკზე" ანგარიშის გამათანაბრებელი გოლით დაიწყო, რასაც 2011 წელს ჰეთ-ტრიკი მოჰყვა, სამი წლის შემდეგ რუნის მიერ ცენტრიდან გატანილი გოლი კი ალბათ ყველას გახსოვთ.
ეს გოლები და სხვა მრავალი, იხილეთ ვიდეოში.
ვიდეოები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.