"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის გამოკითხვის შედეგად ანტონიო ვალენსია დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ეკვადორელმა ბოლო თვეში, "იუნაიტედის" 6 თამაშიდან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონკურენტები იანვარში, ოფიციალური საიტის მიხედვით: მარკოს როხო და დეილი ბლინდი იყვნენ.
აღფრთოვანებულმა ვალენსიამ, საკუთარი ემოციები MUTV–ს გაუზიარა:
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ჯილდოს მოგებით ძალიან კმაყოფილი ვარ."
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვე იყო, არამხოლოდ ჩემთვის არამედ მთელი გუნდისთვის. ჩვენ რამდენიმე გადამწყვეტი ქულა მოვიპოვეთ და მიზანი გაუმჯობსების შენარჩუნება და სეზონის წარმატებულად დასრულებაა."
"მე ძალიან კარგად ვმუშაობ და იმედია, "იუნაიტედის" გულშემატკივრები ამას შეამჩნევენ."
"მინდა მადლობა გადავუხადო "იუნაიტედის" ყველა მხარდამჭერს, ხმის მიცემისათვის. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და სეზონის ბოლომდე ტიტულის მოგებას შევეცდებით."–განაცხადა ეკვადორელმა