პედი მაკნეირმა აღიარა, რომ იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშით დიდ სიამოვნებას იღებს.
"მე ძალიან მომწონს მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში. რეზერვისტთა გუნდში ყოფნისა და ასოციაციის თასზე ასპარეზობისას ამ პოზიციაზე ვიდექი. მე ვერ ვგრძნობ რაიმე დისკომფორტს, რადგან იქ თამაში დაცვის ცენტრში თამაშს ძალიან ჰგავს. მხოლოდ ბევრი უნდა ივარჯიშო. მე ეს არ მაშინებს და უკვე ვთქვი, რომ მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს."
"როდესაც დაცვის ცენტრში თამაშობ, ყოველთვის გინდა, რომ ფლანგის მოთამაშემ დაგაზღვიოს. მატჩის დროს ზოგჯერ ვფიქრობ: "როგორ მინდა, რომ მარჯვენა მცველი იყოს აქ." ასე რომ ეს ჩემთვის მხარდაჭერა იქნება."-აცხადებს პედი