თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2015, 13:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1960,
კომენტარები: 7
ვან გაალმა დი მარიასთვის გამონაკლისი დაუშვა
ლუი დი მარიას მდგომარეობაზე საუბრობს.
ვან გაალმა დი მარიასთვის გამონაკლისი დაუშვა
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ დი მარიას სახლში მძარცველების შეჭრის შემდეგ არგენტინელისთვის "კემბრიჯთან" მატჩის გამოტოვების საშუალება უნდა მიეცა, თუმცა ფეხბურთელმა დასვენება არ ისურვა.

გასულ შაბათს დი მარია ოჯახთან ერთად სადილობდა, როცა მის სახლში სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა შეჭრა სცადა.

2009 წელს ასეთი ფაქტი დარენ ფლეთჩერსაც შეემთხვა, როცა მძარცველები მის საცოლესა და სასიდედროს დანით დაემუქრნენ, თუმცა მომდევნო დღეს შოტლანდიელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ინტერის" წინააღმდეგ მაინც თამაშობდა.

"კლუბმა შემთხვევის შემდეგ დი მარიას პირადი მცველი აუყვანა, რათა ის და მისი ოჯახი დაეცვა.

ადამიანური პრინციპების მჯერა. დი მარიას გარემო კი მნიშვნელოვანია. თუმცა, ის უფრო მეტად ცოლსა და შვილზე ღელავდა.

მას ვესაუბრე და უნდოდა "კემბრიჯის" წინააღმდეგ ეთამაშა, ამიტომ ვათამაშე.

წარსულში ადამიანური პრინციპების გამო გადავწყვიტე, რომ ასეთი პირობების მქონე ფეხბურთელს თამაშის საშუალებას არ მივცემდი. მაგრამ მასთან მიმართებაში ვიგრძენი, რომ თამაშის საშუალება უნდა მიმეცა და ბედნიერი ვიყავი, რომ ასე მოვიქეცი.

კარგად ითამაშა. რა თქმა უნდა, "ვესტ ჰემთან" მატჩშიც უნდა გავაწყვიტო, მაგრამ როცა "კემბირჯთან" მის თამაშს უყურებ, არავითარი ეჭვის საფუძველი აღარ გრჩება."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
7 თებერვალი 2015 13:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ესენიც ხომ ყველაფერს აჭიანურებენ რა არაფერი არ მომხდარა ისეთი რო სხვა კლუბში გადასვლა მოუნდეს ან სასტუმროში ცხოვრება
0
№2
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 14:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენთან აღარ ხდება მასეთი ძარცვა ინგლისში რა ეტაკათ lol
0
№3
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2015 15:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სააკაშვილი უნდა მაგათ და ეგაა რა მიხედავს ყველაფერს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2015 16:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ისე, ძალიან ცუდი ამბავია ეს ძარცვა და იმედია ერთი შემთხვევაა ასეთი, თორემ თუ დი მარიას ოჯახს პრობლემა შეექმნა დიდხანს არ გაჩერდება ქალაქში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Mufc7
7 თებერვალი 2015 18:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ისე,როგორ გაბედეს no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: buka oboladze
7 თებერვალი 2015 23:11
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დაიჭირეს ნეტავ??
0
№7
ავტორი: Berba 9
8 თებერვალი 2015 00:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ამის გამო მანჩესტერიდან გადასვლა და ინგლისიდან გადასვლა უაზრობა იქნება, არც მგონია გაიფიქროს, მაგრამ ვამბობ რაა :))

ისე მადრიდში ქართველებმა არ გაუტეხეს ვითომ სახლი ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top