სერ ბობი მიუნხენის ტრაგედიაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი, ინგლისის დედოფლის მიერ მინიჭებული რაინდის წოდების რანგში, მიუნხენის მუზეუმს ეწვია.
"იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი საკუთარ მეუღლესთან ერთად მიუნხენს ეწვია. მოგეხსენებათ, გუშინ მიუნხენის ავიაკატასტროფიდან 57 წელი გავიდა. მათ ქალაქის მერი დიტერ რაიტერი, თავმჯდომარე კარლ–ჰაინც რუმენიგე და გამგეობის წევრი ჰერმან მემელი დახვდათ. შეხვედრის შემდეგ კი მთელმა ჯგუფმა "რეკორდმაისტერის" მუზეუმში, ტრაგედიისადმი მიძღნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
"ეს იყო საშინელი შემთხვევა. ავიაკატასტროფამ, რამოდენიმე დიდი ფეხბურთელის სიცოცხლე იმსხვერპლა."–განაცხადა ჩარლტონმა, რომელიც ტრაგედიის დროს, ჯერ კიდევ 20 წლის გახლდათ. იგი ტრაგედიას სერიოზული ზიანის გარეშე გადაურჩა.
"ეს მიუნხენისა და "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" ტრაგიკული დღე იქნება."–განაცხადა დიტერ რაიტერმა.
ასევე სიტყვით კარლ–ჰაინც რუმენიგეც გამოვიდა, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ეს ძალიან სამწუხარო დღეა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას. ეს ორგანიზებული ღონისძიება ჩვენი მხირდან მეგობრული ჟესტია."ხოლო 2004 წელს, ჰერმან მემელის ინიციატივით, სადაც ტრაგედია მოხდა ძეგლი დადგეს. ამ ადგილს "მანჩესტერ იუნაიტედის" უამრავი გულშემატკივარი სტუმრობს.
"ამ ადგილას უამრავი გულშემატკივარი მოდის. უბრალოდ საოცარია. მათ ყვავილები, შარფები, ფოტოები და წერილები მოაქვთ."–აღნიშნა მემელმა
წყარო:
sports.ru