Sky Sports-ის ექსპერტი, პოლ მერსონი "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს.
კვირას ლუი ვან გაალის შეგირდები "ბოლეინ გრაუნდზე" "ჩაქუჩების" წინააღმდეგ გასვლით მატჩს გამართავენ. Skysports-ის ექსპერტი თვლის, რომ "იუნაიტედი" ამ მატჩს ვერ მოიგებს.
"მიუხედავად მათი ბოლო წარმატებისა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ისინი მაინც სუსტი თამაშის დემონსტრირებას ახდენენ და ადრე თუ გვიან, თამაშსაც წააგებენ. "ლესტერთან" მატჩში, მათ კარის მიმართულებით მხოლოდ სამჯერ დაარტყეს და სამივე გოლად აქციეს. არ გაგიკვირდეთ, თუ კვირას "ვესტ ჰემმა" გაიმარჯვა."