"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომელიც ახლა "რეალ სოსიედადს" უდგას სათავეში, დაადასტურა, რომ მან მართლაც აუკრძალა ფეხბრუთელებს კარტოფილი "ფრის" ჭამა, რადგან ზოგიერთი მოთამაშე წონის მომატებით დააფიქსირეს.
ადრე, რიო ფერდინანდმა საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში მოიესი, საკუთარი საყვარელი საჭმელის აკრძალვის გამო გააკრიტიკა.
"მე ნამდვილად ავკრძალე კარტოფილი "ფრი". ეს იმიტომ გავაკეთე, რადგან რამდენიმე ფეხბურთელმა წონაში საგრძნობლად მოიმატა და ვფიქრობ, კარტოფილი დიეტური კერძების სიაში არ შედის.
"ესპანელებმა ინგლისში ძალიან ბევრი რამე უნდა ისწავლონ, მაგალითად სავარჯიშო ბაზების ინგლისის კლუბების დონეზე გაუმჯობესება, ასევე ტრანსპორტის ორგანიზება, მაგრამ ბრიტანელებმაც უნდა აიღონ მაგალითი ესპანელებისაგან. ძალიან კარგი იქნება, თუ გულშემატკივარი ნახავენ, რა დიეტურ საკვებს ჭამენ ფეხბურთელები. ისინი ეტანებიან: მწვანილს, ჭამენ სალათებსა და ახალ თევზს, რომელიც ძალიან კარგია."
"სან სებასტიანი-ლამაზი ქალაქია. იქ ლანჩისათვის კარგი ადგილებია. ცხოვრების დონე ასევე მაღალია, რაც დასტურდება უამრავი მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების ქსელებით. აქ ასევე სულ რაღაც რამოდენიმე ევროთი, კარგად დანაყრებაც შეგიძლია."
"თუმცა აქაც არის უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად დიდი პრობლემაა კარგი ჩაის დალევა. ჩემს ასისტენტს ბილი მაკკლეინი ჩაი თერმოსით დააქვს, რომელსაც ვარჯიშის შემდეგ ვსვამთ. დარწმუნებული არ ვარ, ჩემი მოთამაშეების უმრავლესომაბ იცის თუ არა კარგი ჩაის გემო, მათ სახლში ჩაიდანიც კი არ იქნება. მე და ბილის ასევე ძალიან გვენატრება ორცხობილა "უოკერსი", ცოტა ხნის წინ ჩვენ "აირნ ბრუს" შეკვრა მივიღეთ და შევეცადე ეს დიდი ხნის განმავლობაში შემენახა."-განაცხადა მოიესმა