ჯონი ევანსი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" წელს ბოლოს და ბოლოს მოიგებს ასოციაციის თასს.
"ძველი "იუნაიტედი" ამ ჩემპიონატზე წარმატებულად ასპარეზობდა, მაგრამ ეს ბოლო ათის წლის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. ამ სეზონში ეს თასი ჩვენთვის ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტურნირს ბევრი ძლიერი გუნდი გამოეთიშა."
"ჩვენ ლუი ვან გაალის მოთხოვნებს შევეჩვიეთ. არ დავმალავ ზოგჯერ ეს ძალიან რთული იყო და დრო სჭირდებოდა. ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მეორე ბუნება გახდეს და თქვენ ხედავთ, რომ ახალი ხილის აღმოცენება იწყება."–განაცხადა ირლანდიელმა