თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2015, 18:29
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 9
დიურჰემი: "შოუს შეუძლია ლეგენდა გახდეს"
დიურჰემი ლუკ შოუზე საუბრობს.
დიურჰემი:
Daily Mail-ის მიმომლხილველის ადრიან დიურჰემის აზრით, ლუკ შოუს "იუნაიტედის" ლეგენდად გახდომის ძალა ნამდვილად შესწევს.

"ოლდ ტრაფორდზე" გასულ შაბათს ვიმყოფებოდი და საკუთარი თვალით ვნახე ლუკ შოუს მუშაობა. ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. ამის შემდეგ თავში ერთმა აზრმა გამიელვა, მას ნამდვილად შეუძლია "იუნაიტედის" ლეგენდა გახდეს. გაიხსენეთ დენის ირვინი - სერ ალექს ფერგიუსონის დროის ერთ-ერთი ყველაზე დაბალშეფასებადი ფეხბურთელი. ის მეტოქის წინააღმდეგ უხეშად თამაშობდა, თუმცა თავდასხმაში ძალიან პროდუქტიული იყო. სწორედ ეს თვისებები აქვს ლუკ შოუსაც."

დაუჯერებელია, მაგრამ შოუ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ის მხოლოდ 19 წლისაა. ზაფხულში ვან გაალი საჯაროდ საუბრობდა მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. სამწუხაროდ, "ოლდ ტრაფორდზე" სტაბილურად ასპარეზობაში მას მცირე ტრავმებმა შეუშალა ხელი.

გულშემატკივრები უნდა აცნობიერებდნენ, თუ როგორი ტალანტი შეიძინა მისმა კლუბმა. თუ მისი საქმე წარმატებით წარიმართა, შოუ მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაკრებშიც და კლუბშიც მუდმივ ადგილს მიიღებს. ყველაფერი მის ხელშია, შეუძლია ლეგენდა გახდეს."
-განაცხადა დიურჰემმა

წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2015 18:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ევრა გახდეს და მეყოფა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
6 თებერვალი 2015 19:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ნამდვილად აქვს ამის პერსპექტივაRojoDiablo,
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2015 20:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევრას იდეალური შემცვლელი იყო ეს. საკმაოდ დიდი თანხაცაა გადახდილი და გაამარტლებს აუცილებლად

გვყავს ახალგაზრდები რომლებსაც შეუძლიათ თავის პოზიციებზე ერთ-ერთი საუკეთესოები გახდნენ
0
№4
ავტორი: love united
6 თებერვალი 2015 20:31
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ბიჭია, თავისი ასაკისთვის ძაან ჭკვიანურად თამაშობს. შეტევაში უნდა დაიხვეწოს უფრო.
0
№5
ავტორი: batumski
6 თებერვალი 2015 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
მიდი ლუკ მანჩესტერსაც გამოადექი და ინგლისსაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№6
ავტორი: DiMaria
6 თებერვალი 2015 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჯერ ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს და ამასაც ზაჰასავით და სხვებივით ნუ მოვიშორებთ
0
№7
ავტორი: Count Alucard
6 თებერვალი 2015 23:28
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პერსპექტივა ნამდვილად აქვს, თუ მოინდომა და არ გადაყვა ახალგაზრდულ გატაცებებს, ბევრისგან განსხვავებით პროფესიონალიზმი თუ გამოიჩინა, ნამდვილად მიაღწევს ბევრს.
0
№8
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 09:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ისეთი კაცის ხელშია, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მეორეა ახალგაზრდებთან მუშაობისას. ასე რომ ძალიან მეიმედება ეს კაცი, როგორც მანჩესტერი მარცხენა ფლანგის გამაკონტროლებელი ასევე ინგლისის ნაკრებისაც, მგონი დროა უკვე, რომ ინგლისმაც წარმატებას მიაღწიოს.
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
7 თებერვალი 2015 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
35 მილიონი აღარავის გახსენდება ისე ამოიღებს ეს თავისი თამაშით. 1-2 წელში საუკეთესო იქნება გადამეტების გარეშე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top