ტრაგედიის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სიტყვები.
თვალის სისუსტე ვერ გაუძლებს იმის ხილვას, რაც მიუნხენში მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია, რომელსაც 23 სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მეტ ბასბის 8 შეგირდი.
"ყველა ფრენა გადაიდო, სახლში ხვალ გავფრინდებით, დანკანი." - გადასცა სახლის მეპატრონეს დანკან ედუარდსმა.
"თვითმფრინავში სიჩუმეს ნერვული ხველა უფრო არღვევდა, ვიდრე კისკისი" - ჰარი გრეგი.
"არ მესმის, რა გაცინებთ, ყველანი აქ დავიხოცებით." - ჯონი ბერი.
"სადაცაა მოვკვდებით" - რეი ვუდი.
"კარგი, თუ სწორედ ახლა დადგა დრო, მზად ვარ." - ლიამ უელანი, აფრენამდე სიკვდილისთვის ემზადება.
"როცა დასაჯდომ ბილიკს სისწრაფით ვუახლოვდებოდით, ვიღაცამ მითხრა, რომ ამას ვერ გავაკეთებდით. უკანასკნელად ის მახსოვს, რომ ბანქოს კოლოფი ჯიბეში ჩავიდე" - ბილ ფოულკსი, 2008.
"არ ვიცოდი სად ვიყავი. ჯერ კიდევ ჩემს სავარძელში ვიჯექი - რომელიც, როგორღაც მოწყვეტილიყო თვითმფრინავს. უბრალოდ თვალები დავხუჭე. შემდეგ, ჰარი გრეგმა და ბილ ფოულკსმა მითხრეს, რომ 15 წუთის განმავლობაში უგონოდ ვიყავი." - სერ ბობი ჩარლტონი.
"არავითარი კივილი, არავითარი ხმაური, მხოლოდ მეტალის საშინელი ლეწვა. თავის ქალაში რაღაც მლაყე კვერცხივით მომხდა. შემდეგ წინიდანაც მომხვდა. სისხლის მარილიან გემოს პირით ვგრძნობდი. თავზე ხელის მოკიდების შემეშინდა." - გრეგი.
"ჩემი ყველაზე უცნაური სუვენირი ბანქოს კოლოფი იყო. არც სისხლით ვიყავი გაჟღენთილი და არც ჯიბე მქონდა დახეული, მაგრამ ბანქო დაჭრილი ეყარა და გაქრა. ძალიან სწორად იყო დაჭრილი. როგორ მოხდა ასე, ჯერ კიდევ მისტიურია." - ფოულკსი.
"მოდით, სისხლიანი ყურადღება გამოვიჩინოთ" - დანკან ედუარდსი, როცა თანაგუნდელებმა საავადმყოფოში ინახულეს.
"გავიჭედეთ" - უთხრა დანკან ედუარდმა ჯიმი მერფის საავადმყოფოს საწოლიდან.
"Keep the red flag flying" - მიმართავს ბასბი ჯიმი მერფის საავადმყოფოს საწოლიდან.
"იუნაიტედი" გაგრძელდება" - მიუნხენის ტრაგედიიდან ჩატარებული პირველი მატჩის დროს The United Review-ს სიტყვები.
"ქალბატონებო და ბატონებო, მიუნხენის საავამდყოფოს საწოლიდან მოგმართავთ, სადაც ტრაგედიის შემდეგ ერთი თვე გავატარე. მოხარული იქნებით, დარმწმუნებული ვარ, იმით, რომ აქ მყოფი დანარჩენი ფეხბურთელები და მე საფრთხეში აღარ ვართ და ამას პროფესორ მაურერსა და მის თანაშემწეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც ახლა თქვენთან ერთად კლუბის სტუმრების რანგში არიან.
მხოლოდ ორი თუ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საშუალება მომეცა, ფეხბურთზე მელაპარაკა და მოხარული ვარ წარმატებისა და "ოლდ ტრაფორდზე" ძალების გაერთიანების შესახებ რომ მესმის. შესანიშნავია იმის გაგებაც, რომ კლუბმა ასოციაციის თასის ნახევარფინალს მიაღწია და თითოეულ თქვენგანს საუკეთესო სურვილებს გიგზავნით." - 8 მარტს "ვესტ ბრომთან" მატჩამდე "ოლდ ტრაფორდზე" ბასბის სიტყვების ჩანაწერი გაუშვეს.
"დიდებას თავისი ფასი აქვს, მიუნხენმა კი მომაყენა ჩრდილი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში რთულად თუ ჩამოვიშორებ" - გრეგი თავის ავტობიოგრაფიაში.
"პატარაობიდანვე დაზარალებული ვიყავი. სამწუხარო დრო იდგა. შესაძლოა ვიღაცას ეს აღარც ახსოვს, მაგრამ ჩემი მსგავსი ადამიანი, ვისაც ის დღე უნახავს, არადროს დაივიწყებს." - სერ ალექს ფერგიუსონი, 2013.
წყარო:
M.E.N.