თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2015, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2735,
კომენტარები: 9
სქოულზი: "ერთის ნაცვლად სამ ბურთს ვხედავდი"
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
სქოულზი:
შესანიშნავად მახსოვს როგორ მოვიდა შოტლანდიიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" კარგი რეპუტაციის მქონე დარენ ფლეთჩერი. მასთან მოედანზე იმ დღეს გავედი, როცა ჩვენი სარეზერვო გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და გამარჯვების წყურვილისა და მატჩისადმი მიდგომით ყველა გაგვაოცა. ვერ გაატარებ "ოლდ ტრაფორდზე" 16 წელიწადს, თუ ნიჭი და ძლიერი ხასიათი არ გაქვს.

ორშაბათს ფლეთჩერი "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა: "იუნაიტედში" მისი კარიერა დასრულდა, რომლის დროსაც აკადემიიდან პირველ გუნდამდე დიდი გზა განვლო. ამ გზაზე კი არაერთი ბარიერის გადალახვა მოუხდა. ადრეულ ასაკში აკრიტიკებდნენ, მაგრამ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია და შემდეგ დარენს წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს, რომელსაც მისი კარიერის დასრულება შეეძლო.

უპირველეს ყოვლისა, ფლეთჩი - შესანიშნავი ადამიანია. "იუნაიტედის" გასახდელში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სისულელეს არასდროს ამბობდა. საკუთარ აზრს ყოველთვის ღიად გამოხატავდა. შეეძლო ნებისმიერ ვინმეზე ეხუმრა. ამხანაგებს უფრთხილდებოდა. მაგრამ ყველაზე მაღლა მისი საფეხბურთო ნიჭი დგას. "იუნაიტედის" შემადგენლობაში უბრალოდ ვერავინ ხვდებოდა, ფერგიუსონის გუნდში მყოფი ერთადერთი შოტლანდიელიც კი.

ვიტყოდი, რომ ფლეთჩერის საუკეთესო უნარი - მოედანზე სწორად გადაადგილებაა. მას აქვს ძალა და სისწრაფე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ბურთი წაართვას. ფლეთჩთან ერთად თამაში ძალიან მომწონდა. შესანიშნავი ტექნიკა აქვს და თამაშის წაკითხვა ეხერხება, დარენი - დაუჯერებელი გუნდური ფეხბურთელია. საკუთარი თავისთვის არასდროს თამაშობს. ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც გუნდს სჭირდება და თანაგუნდელებს საუკეთესო მხრიდან თავის წამორჩენაში ეხმარებოდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში დარენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო გუნდში და ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე გამარჯვება მოგვიპოვა. 2009 წელს შესანიშნავად თამაშობდა, თუმცა რომის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. არადა, იმ დროს უკვე დადგენილი იყო დაავადება, თუმცა არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ამის შესახებ.

ვფიქრობ, კლუბის რიგებში დარენის საუკეთესო მატჩი - 2004 წელს ინგლისის თასის ნახევარფინალში "არსენალის" წინააღმდეგ შეხვედრაა. პატრიკ ვიეირას წინააღმდეგ შესანიშნავად მოქმედებდა. მეორე ნახევარფინალში "მილუოლი" და "სანდერლენდი" თამაშობდნენ, ამიტომ გვესმოდა, რომ თუ ამ მატჩს მოვიგებდით, ტურნირის ფავორიტები ვიქნებოდით. ფლეთჩმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფინალში აღმოვჩენილიყავით.

სქოულზი: "ერთის ნაცვლად სამ ბურთს ვხედავდი"


ბოლო წლების განმავლობაში დაავადებას ებრძოდა და საკუთარ თავს ვეკითხებოდით, ფეხბურთში დაბრუნებას თუ მოახერხებდა. წონა დაკარგა და კანი სულ ნაცრისფერი გაუხდა. ვარჯიშზე მოდიოდა, მომდევნო ვარჯიშზე კი ვეღარ მონაწილეობდა. მას ყველა ენერგიულ კაცად ვიცნოდბით და შოკი იყო დარენის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

არავინ დაადანაშაულებდა ბუცები რომ ჩამოეკიდა. დარენი დიდხანს ფიქრობდა, ღირდა თუ არა ოპერაციის გაკეთება და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ორი წლის წინ კი ფეხბურთში დაბრუნება მოახერხა. ვიცი, რომ სერ ალექსის მხარდაჭერა დაუჯერებლად მნიშვნელოვანი იყო მისთვის.

სქოულზი: "ერთის ნაცვლად სამ ბურთს ვხედავდი"


როცა ტრავმას იღებ, ან რამე დაავადებას დაგიდნენენ, რასაც დიდი ხნით გამოყავხარ მწყობრიდან, პირველი კითხვა, რაც გონებაში გიტივტივდება, არის: "ფეხბურთში დავბრუნდები?" შემდეგ კი ფიქრობ: "თუ დავბრუნდები, ისევ ისე ვითამაშებ."

მეორე კითხვით თავს არასდროს ვიტანჯავდი. ვფიქრობდი, რომ უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც ხელგეწიფება. ფლეთჩის ავადმყოფობამ საშინელება გამოიწვია. ჩემი პრობლემა, რომელსაც შესაძლოა კარერის დასრულება გამოეწვია, მდგომარეობდა თვალში სისხლის სიჭარბეში, რომელიც ხედვაში ხელს მიშლიდა.

ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ დღეს უკვე ვერ ვიხსენებ, რომელი თვალი იყო - ალბათ, მარცხენა - თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრობლემა აღარ მაწუხებს. ავადმყოფობამ პირველად 2005 წლის დეკემბერში შემაწუხა, როცა "ბირმინგემის" წინააღმდეგ ვთამაშობდი. ერთ-ერთ მნათობს გავხედე და მხოლოდ ცალი თვალით დავინახე. ამავდროულად თავისტკივილები ხშირად მაწუხებდა და გადავწყვიტე, რომ მიზეზი ეს იყო.

ახლა, როცა ამას ვიხსენებ, მესმის, რომ მწვრთნელისთვის შეცვლა უნდა მეთხოვა, მაგრამ ამის გაკეთება არ მიყვარდა. პასი მომცეს და ერთის ნაცვლად სამი ბურთი დავინახე. გავიფიქრე: "ჯანდაბა, რომელიც შუაშია იმას დავარტყამ."

სქოულზი: "ერთის ნაცვლად სამ ბურთს ვხედავდი"


ექიმებმა მითხრეს, რომ ნახევარი წლით ფიზიკური დატვირთვა ამეკრძალა. მომდევნო სეზონამდე არ მითამაშია, ცუდი ფიზიკური მდგომარეობის გამო ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი. ჯერ მეკარესთან ერთად ვმუშაობდი - კარში მეკარეთა მწვრთნელის, ტონი კოტონას დაკვირვების ქვეშ ვურტყამდი. მომეწონა.

რა თქმა უნდა, ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი მხედველობა მექნებოდა, როცა დავბრუნდებოდი. საბოლოო ჯამში, მხედველობასთან დაკავშირებით, ყველაფერი რიგზეა, ლინზები და სათვალეები არ მჭირდება. "იუნაიტედის" აკადემიაში ერიკ ჰარისონმა ყველაფრისთვის თვალის დევნება მასწავლა, რაც კი მოედანზე ხდებოდა. თავისუფალი სივრცის პოვნა ჩემი ერთ-ერთი მთავარი დავალება იყო. არ მინდოდა მისი შესრულება მხოლოდ ცალი თვალით. მაგრამ ჩემი ავადმყოფობის შედარებაც კი არ შეიძლება ფლეთჩერის დაავადებასთან. მან ორი წელი გამოტოვა - თანაგუნდელებისგან შორს იმყოფებოდა, არ თამაშობდა "ოლდ ტრაფორდზე" და ვერ მოიგო 2013 წლის ჩემპიონატი. ვიცი, რომ "იუნაიტედის" ერთადერთი ქომაგი არ ვარ, ვინც დარენის თამაშებს "ვესტ ბრომვიჩში" უყურებს და რომელიც საუკეთესოს უსურვებს ფეხბურთში ადამიანს, რომელიც არასდროს ნებდებოდა საშინელი ტრაგედიების წინააღმდეგაც კი.

კვირის მოთამაშე

ჰარი კეინი. მომწონს მისი თამაში და "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ ორჯერ გაიტანა.

კვირის მომენტი

ისევ კეინი. პირველი გოლის ეპიზოდში რუუდ ვან ნისტელროი გამახსენა. მოწინააღმდეგის არავითარი დანდობა.

კვირის მატჩი

"ჩელსი" - "სიტი". ვიღაცას იმედი გაუცრუვდა, მე კი მომეწონა.

კვირის მწვრთნელი

სტივ მაკლარენი. "იუნაიტედში" თანამშრომლობით ჩემთვის ნაცნობი მწვრთნელი "დერბიში" გადავიდა.

წყარო: independent
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
6 თებერვალი 2015 11:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა იქნება რომ ვეღირსო ამის ხილვა სამწვრთ§ელო შტაბში
0
№2
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2015 11:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვიტყოდი, რომ ფლეთჩერის საუკეთესო უნარი - მოედანზე სწორად გადაადგილებაა.


ბოლოს კი რაც თუ აკლდა, სწორედ ეს იყო და თუ ამას ახერხებდა, მაშინ ბურთთან მუშაობა. ვაფასებთ მის შრომას და მასაც, მაგრამ უბრალოდ ვეღარ იქნებოდა ჩვენთან. ვესტ ბრომის თამაშებს ისედაც ვუყურებდი და ახლა ერთით მეტი მიზეზი მექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
6 თებერვალი 2015 11:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ისევ კეინი. პირველი გოლის ეპიზოდში რუუდ ვან ნისტელროი გამახსენა. მოწინააღმდეგის არავითარი დანდობა.


როგორ მინდა კეინი მანჩესტერში :/ ეგ და უილსონი ძალიან მაგარი სამომავლო გეგმაა, თანაც ორივე ინგლისელია love
0
№4
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2015 14:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მერე, მივცეთ ფალკაო, რას გვიკეთებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
6 თებერვალი 2015 17:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ფალკაო რო მისცე, ჯერ უნდა გამოისყიდო 3d_8
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
6 თებერვალი 2015 18:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იყო დრო როცა შეეძლო იუნაიტედისთვის სარგებლის მოტანა, მაგრამ ახლა უნდა წასულიყო და სწორადაც მოიქცა. წარმატებები მთელი გულით... სქოულზს კი იმედია სამწვრთნელო შტაბში ვიხილავთ ოდესმე..
0
№7
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2015 20:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ჩელსი" - "სიტი". ვიღაცას იმედი გაუცრუვდა, მე კი მომეწონა.


ჩვენც მაგრად მოგვეწონა wink
0
№8
ავტორი: batumski
6 თებერვალი 2015 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
"ჯანდაბა, რომელიც შუაშია იმას დავარ***მ."

wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№9
ავტორი: DiMaria
6 თებერვალი 2015 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ამას როდის ჰქონდა ეგ პრობლემა, რატომ არ მახსოვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top