თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2015, 22:27
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1828,
კომენტარები: 8
ჯეიმს უილსონის ინტერვიუ
"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა
ჯეიმს უილსონის ინტერვიუ
რამდენიმე დღის წინ, "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჯეიმს უილსონმა უპასუხა გულშემატკივრების მიერ "Facebook"-ის გვერდის საშუალებით დასმულ კითხვებს.

"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელებიდან, რომელთან ერთად ისურვებდი თამაშს?

ეს ალბათ კრიშტიანო რონალდო იქნება. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად, ის ძალიან მშრომელი ფეხბურთელია როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. რონალდო ბევრს ვარჯიშობდა დარბაზში და ამის წყალობით მიაღწია იმ დონეს, რომელზეც ახლა იმყოფება. კარგი იქნებოდა მისი შესაძლებლობების ხილვა თამაშებზე და ვარჯიშებზე.

რაიმე წინასამტჩო რიტუალი ან ცრურწმენა თუ გაქვს?

არა, თუმცა ვიცი რამდენიმე ფეხბურთელი რომელთაც აქვთ. მაგალითად, დევიდ დე ხეა ცდილობს საუზმის დროს ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილზე დაჯდეს, მე მსგავსს არაფერს ვაკეთებ. თამაშებამდე ყოველთვის მაკარონს ვჭამ, თუმცა ეს ცრურწმენა არაა, უბრალოდ ეს საკვები ენერგიას მმატებს.

ვინ არის ყველაზე ძლიერი მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია?

ალბათ ჯონ ტერი. საერთოდ მის წინააღმდეგ თამაშის საშუალება რამდენიმე წუთი მომიწია, თუმცა ის ტოპ კლასის მცველია. მას დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცის რასაც აკეთებს. ასე რომ, ვფიქრობ ის საუკეთესო მცველია მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია.

ვინ არის ყველაზე სწრაფი გუნდში?

ვარჯიშების დროს ყველას გვიკეთია GPS-ის აღჭურვილება, რომელსაც შეუძლია ზუსტად გვიჩვენოს რამდენს დავრბივართ და რა სისწრაფით. ძირითადად საუკეთესო შედეგეი მე, ლუკ შოუს, ეშლი იანგს და რამდენიმე სხვა ფეხბურთელს გვაქვს. თუმცა საერთო სტატისტიკით საუკეთესო მაინც კრის სმოლინგია, ალბათ არ ელოდით ამ პასუხს, თუმცა ის მართლა ძალიან სწრაფია.

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
5 თებერვალი 2015 22:28
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სმოლინგი?? cerealguy2
0
№2
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2015 22:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საუკეთესო მაინც კრის სმოლინგია, ალბათ არ ელოდით ამ პასუხს, თუმცა ის მართლა ძალიან სწრაფია.


derpstare მართლა ასეთი თვალები მაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2015 22:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა სმოლინგი wink wink
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 თებერვალი 2015 23:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჯეიმს იხუმრე ?? derpneutral
0
№5
ავტორი: nika1997
6 თებერვალი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
მოიცა აბა ვალენისა 10 სწრაფ ფეხბურთელში პირველზეა და ვარჯიშებზე რა არ დარბის? :D :D :D :D
0
№6
ავტორი: Mufc7
6 თებერვალი 2015 02:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ძირითადად საუკეთესო შედეგეი მე, ლუკ შოუს, ეშლი იანგს და რამდენიმე სხვა ფეხბურთელს აქვს. თუმცა საერთო სტატისტიკით საუკეთესო მაინც კრის სმოლინგია

areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Svanii
6 თებერვალი 2015 02:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
რასქვია მე ? ://
0
№8
ავტორი: AkkRed
6 თებერვალი 2015 10:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას სმოლინგმა მაგარი მოაწევინა lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top