ბრიტანეთის ქალაქ ბარნსლის ცენტრში ტომი ტეილორს ძეგლს დაუდგამენ - 1958 წელს მიუნხენის ტრაგედიაში ერთ-ერთ დაღუპულ ფეხბურთელს - იტყობინება "ბარნსლი ქრონიკალი."
ტეილორი ბარნსლის ერთ-ერთ გარეუბანში დაიბადა და "იუნაიტედში" გადასვლამდე ადგილობრივი გუნდის რიგებში 46 მატჩი ჩაატარა.
ქალაქელი-ენთუზიასტების ჯგუფმა ტეილორის სახელობის ტურნირი მოაწყო და შემოსული 100 ათასი ფუნტით ფეხბურთელს ძეგლს დაუდგამენ.
ტომი ტეილორი "იუნაიტედში" 1953 წელს 29 999 ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ასეთი უცნაური თანხა ფეხბურთელში იმიტომ გადაიხადეს, რომ მეტ ბასბის არ სურდა ფეხბურთელზე "ის, ვინც 30 ათას ფუნტად იყიდეს" იარლიყი მიეკრო და შეთანხმების დასრულებისთანავე 1 ფუნტი ჩაის დამტარებელ ქალს მისცა.