დღეს ჯონი ევანსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რისი მიხედვითაც იგი კლუბში 2016 წლამდე დარჩება. 24 წლის მცველმა "ეშმაკების" ფორმით უკვე 141 შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი 2007 წელს, "ქონვერტი სიტისთან" შედგა.
"ჯონი ევანსმა ამ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პირველი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მოხარული ვარ, რომ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა"._განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
"მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ამაყი ვარ რადგან ასეთ დიდ გუნდში ვთამაშობ. არანაირი გრძნობა არ შეედრება ამ კლუბში მიღებულ ემოციებს და გამარჯვებებს. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საჭირო ადგილას ვარ. როდესაც 9 - 10 წლის ვიყავი რამდენიმე გუნდს ჩემი აყვანა უნდოდა, მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მსურდა თამაში. როდესაც აკადემიაში მოვედი აქ ძალიან განვითარდი. ჩემი სურვილია სამუდამოდ ამ გუნდში ყოფნა"._განაცხადა ჯონი ევანსმა.