"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ჯონი ევანსს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალის რევოლუცია "ოლდ ტრაფორდზე" შედეგს მალე გამოიღებს.
ვან გაალის ტაქტიკა 4-4-2-ზე მას შემდეგ გადავიდა, რაც გულშემატკივარმა უკმაყოფილება გამოხატა ჰოლანდიელის საყვარელი 3-5-2 სქემის მიმართ.
ვან გაალის გუნდი ამჟამად მე-3 ადგილზე იმყოფება და ჯონი ევანსს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" შედეგეებს მალე მიაღწევს.
"ვფიქრობ, როცა მოედანზე იმდენი შემტევი ფეხბურთელი გყავს, რამდენიც ჩვენ, სიამოვნებას ყოველთვის მიიღებ.
მაგრამ მწვრთნელმა უდიდესი სამსახური გასწია გუნდის შესაკრავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველამ იცის თავისი საქმე. როცა ამას შევეგუებით და ყველას ეცოდინება თავისი დაცვითი ფუნქციები, შედეგსაც მივიღებთ და კვლავ სასიამოვნო საყურებელი ვიქნებით.
თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფორმაცია იცვლება და პერსონალიც იცვლება, პლუს ის ფაქტი, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობას მანამდე ერთად არ უთამაშიათ, ამის ფონზე კი მწვრთნელი ფანტასტიურად მუშაობს და ჩვენს ორგანიზებას ახდენს. როგორც მოთამაშეები, ამისგან სარგებლობას ვიღებთ.
გუნდს დრო სჭირდება. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთნაირი სტილით ვთამაშობდით, შემდეგ მოხდა ცვლილება და ახლა სურს, რომ სხვა სტილით ვითამაშოთ.
იმისთვის, რომ ახალი სტილი ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს, დროა საჭირო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას უკვე ხედავთ." - განაცხადა ევანსმა.