"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, შესაძლოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სანქციები მიიღოს, ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებებია "კემბრიჯ იუნაიტედთან" გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ.
63 წლის სპეციალისტმა მატჩის შემდეგ, ინტერვიუში, ჟურნალისტთან საუბრისას შემდეგი სიტყვები თქვა:"დღეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო: მოედანი, ამინდი, არბიტრი.
დიახ, არბიტრი თქვენ საკუთარი თვალებით ნახეთ. ეს ყოველთვის ასე ხდება.
ბევრ გუნდში მიმუშავია და მსგავსი მატჩები იქაც ყოფილა - ეს ყოველთვის ასე ხდება."