"მანჩესტერ იუნაიტედის" კვების პერსონალის თანამშრომელი დაკავებულ იქნა მას შემდეგ, რაც "ოლდ ტრაფორდის" კიოსკიდან 430 ფუნტი დაიკარგა.
20 წლის გოგონა შაბათს "ლესტერთან" მატჩის დასრულების შემდეგ დააპატიმრეს, რომელიც "იუნაიტედმა" 3-1 მოიგო.
Sportsmail-ი იტყობინება, რომ განგაში მაშინ ატყდა, როცა ნაღდი ფულის შემმოწმებელმა სალაროში თანხის სიმცირე შეამჩნია.
კიოსკში მომუშავე შტაბი ამის შემდეგ მოიძებნა და როცა შტაბის ერთ-ერთი წევრის ბრალეულობა პოლიციამ დაამტკიცა, ის დააპატიმრეს.
"2015 წლის 31 იანვრის დაახლოებით 5 საათზე პოლიცია "ოლდ ტრაფორდის" საფეხბურთო სტადიონზე საკვებ კიოსკში გამოიძახებულ იქნა, რამეთუ ცნობილი გახდა დაახლოებით 400 ფუნტის დაკარგვის შესახებ.
ოფიცრები გამოცხადნენ და 20 წლის ქალბატონი დაიჭირეს ქურდობის ფაქტზე.
ბრალს 6 თებერვალს წაუყენებენ." - დაადასტურა მომხდარი პოლიციამ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.