"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ადნან იანუზაიმ აღიარა, რომ ლუი ვან გაალის თამაშის მოდელს არ ერგება.
19 წლის ტალანტმა, ამ სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ადნანმა იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მას 3-5-2 სქემის დროს ვინგბექის პოზიციაზე თამაში არ შეუძლია.
"ვინგბექის პოზიციაზე თამაში ძალიან რთულია, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელო. მე ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ და რა თქმა უნდა, მინდა ხშირად ვითამაშო. თუმცა ვინგ-ბექის პოზიციის ათვისება მიჭირს, რადგან დაცვაში თამაში აუცილებელია."
"ბავშვობიდან ცხრიანის პოზიციაზე ვთამაშობდი და ეს ჩემთვის ძალიან ადვილია, თუმცა ვინგერის პოზიციაზე თამაშიც შემიძლია. სად მსურს მომავალში ვითამაშო? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ჩემი საფეხბურთო ცოდნა. ყველაზე მეტად გარემარბად ან ფლეიმეიკერად თამაში მსურს, მაგრამ ამ პოზიციაზე "იუნაიტედის" არჩევანი დიდია და მე სხვადასხვა ფუნქციებს ვასრულებ. ყველაზე მთავარი ჩემთვის შანსების გამოყენებაა."-აცხადებს იანუზაი