სრულიადში თქვენ იხილავთ პოლ აარონ სკოულზის კარიერი ეტაპების შესახებ.
ამ ადამიანმა მოიგო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა მოეგო ფეხბურთელს.ის ნამდვილად გახდა "წითლების პრინცი".მან მინდინარე სეზონში "უიგანის" წინააღმდეგ მისი მე-700 მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით.
გამოცემა Daily Mail გვთავაზობს პოლ სკოულზის კარიერის ეტაპებს.
თამაში: 1-100 (1994-1996)პოლ სკოულზი "მანჩესტერ იუნაიტედს 14 წლის ასაკში შეუერთდა.სხვადასხვა წყაროები იუწყებიან,რომ ის არ ყოფილა ახალგაზრდულ გუნდში,რომლებმაც 1992 წელს ახალგაზრდების ინგლისის თასი მოიგეს.პოლის დებიუტი დიდ გუნდში 1994 წლის 21 სექტემბერს "პორტ ვეილის" წინააღმდეგ შედგა,სადაც ნახევარმცველმა თავისი თავი პირნათლივ გამოავლინა და 2 გოლის გატანა შეძლო.ეს მატჩი "წითელმა ეშმაკებმა" 3:2 მოიგეს.მან თავის დებიუტში დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს წარმატებაში დაეხმარა.რაც შეეხება მის დებიუტს პრემიერ ლიგაში ეს "იპსვიჩ თაუნის" წინააღმდეგ შედგა,სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხდა.საერთო ჯამში პირველ სეზონში პოლმა 23 მატჩი ჩაატარა 7 გოლი გაიტნა.ამისდა მიუხედავად პოლს არ უწევდა ხშირად პირველ გუნდში თამაში.გუნდსი გადმოსვლის თანავე პოლმა კარგი უთიერთობა დაამყარა რაინ გიგსთან , დევიდ ბექემთან და ძმებ ნევილებთან.
თამაში: 101-200 (1996-1999)მეორე ნაწილი პოლის კარიერისა ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა მისთვის.1996-7 წლებში პოლმა და თავისმა გუნდმა პრემიერ ლიგა მოიგეს,მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნენ "ბორუსიის დორტმუნდთან" მარცხის ხარჯზე.მომავალ სეზონშიც ვერ იასპარეზა წარმატებით ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა".ამჯერად ის "არსენალის" წინააღმდეგ დამარცხდა.ამისდა მიუხედავად პოლმა 42 მატჩი ჩაატარა საიდანაც მან მოახერხა 10 გოლის გატანა.ის რეგურალურად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში.ის თავის ნაკრებს 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ახლდა საფრანგეთში.შემდეგ სოზინში (1998-9) "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიაღწია უპრეცენტენდო წარმატებას.ამ წელს "წითელმა ეშმაკებმა" მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის,პრემიერ ლიგის და ინგლისის თასები.ამისდა მიუხედავად პოლმა ვერ შეძლო თავის გუნდს დახმარებოდა ფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ,რადგან მან "იუვენტუსის" წინააღმდეგ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და იძულებული გახდა ფინალი გამოეტოვებინა.
თამაში: 201-300 (1999-2002)1999 წელს პოლ სკოულზი აღიარეს მსოფლიო დონის ფეხბურთელად.მას მუდმივად უწევდა თამაში "მანჩესტერ იუნაიტედში" და ასევე მის ეროვნულ ნაკრებში.ამ პერიოდის მანძილზე პოლის პარტნიორი მინდორზე როი კინი იყო,რომელიც ძალიან დიდ დახმარებას უწევდა პოლ სკოულზს.
თამაში: 301-400 (2002-2004)2002/3 წელში პოლისტვის წარმატებული სეზონსი აღმოჩნდა.მან საკუთარი რეკორდი დაამყარა და 52 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.მან "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჰეტ-რიკის გატანა მოახერხა.ამ წელს მან თავისი მე-400 მატჩში ითამაშა "წითლების" მაუსურით.ეს მატჩი შედგა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ინგლისის თასზე.ამ მატჩში პოლმა ვერ მოახეხა მეტოქის კარის დალაშქვრა.
თამაში: 401-500 (2004-2006)ევროპის ჩემპიონატის შემდგომ პოლმა განაცხადა ეროვნული ნაკრების დატოვება და მან ეს პირადი მიზეზებით ახსნა.როი კინმა განაცხადა,რომ ის უბრალოდ ვერ შეეგუებოდა შიდა დაპირისპირებს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.
2006 წლის 22 ოქტომბერს პოლ სკოულზი გახდა მე-9 ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში, რომელმაც მიაღწია 500 ოფიციალურ თამაშს გუნდში. მისი მე-500 თამაში გახლდათ "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერლიგის შეჯიბრებაში სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ანგარიშით - 2:0. სკოულზმა ამ თამაშში თავი გამოიჩინა გოლით და ის მატჩის გმირად აღიარეს.ამის,შემდეგ პოლმა უკვე დაიწყო საუბარი პენსიაზე გასვლის შესახებ.ამ ფაქტმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
თამაში: 501-600 (2006-2009)სკოულზმა თავის გუნდს არ უღალატა ის ისევ აგრძელებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს,მაგრამ მას უკვე ასაკი აღარ უწყობდა ხელს და 90 წუთის განმალობაში ვეღარ ახერხებდა თამაშების ჩატარებას.
2008 წლის 23 აპრილს პოლ სკოულზმა ითამაშა მისი მე-100 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ამ მატჩში "იუნაიტედი" ხვდებოდა "ბარსელონას". "ნოუ კამპზე" ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა გოლის გატანა. 29 აპრილს საპასუხო მატჩში სკულზმა გაიტანა ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი . "ბარსელონას" მცველი ჯანლუკა ძამბროტა, ცდილობდა კრისტიანო რონალდოს შეჩერებას, და გამოიტანა ბურთი, რომელიც სკოულზს პირდაპირ ფეხებში მიუვიდა და თავისი საფირმო დარტყმით გაგზავნა ბურთი მოწინააღმდეგის კარში 25 მეტრიდან და "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - პირველად რვა წლის განმავლობაში.იუნაიტედი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - პირველად რვა წლის განმავლობაში.
2008 წლის 21 მაისს სკოულზი გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონური კლუბის "ჩელსის" წინააღმდეგ. პირველ ტაიმში მაკელელესთან უხეში შეჯახების შემდეგ მან მიიღო ცხვირის ტრავმა, ამისდა მიუხედავად ითამაშა 87 წუთამდე და შემდეგ ადგილი დაუთმო რაიან გიგზს. ამ თამაშის ბედი გადაწყდა პენალტების სერიაში, და "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა 2008 წლის ჩემპიონი.
თამაში: 601-700.2008-9 წლებში პოლმა მოიგო პრემიერ ლიგა. ამის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადაც "წითელ ეშმაკებს" დაპირისპირება უწევდათ "ბარსელონასთან".პოლ სკოულზ რომში თამაშის საშუალება არ მიეცა.ამის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა ეს სხვადასხვა მიზეზებით ახსნა.
2010 წელს მან გაიტანა თავისი მე-100 გოლი "მგლების" წინააღმდეგ. 31 მაის პოლმა გამოაცხადა კარიერის დასრულება.ამ ფაქტმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა,მაგრამ უეცრად ინგლისის თასის მატჩში სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვდებოდა "მანჩესტერ სიტის" პოლ სკოულზი უეცრად მოედანზე გამოჩნდა.მან ამის შემდეგ პოლმა 1 წლიანი კონტაქტი გააფორმა "მანჩესტერ იუნაიტედთან"