"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ხუან მატა მიიჩნევს, რომ ჯეიმს უილსონს დიდი მომავალი აქვს.
"ჯეიმსს დიდი მომავალი აქვს. ნებისმიერს შეუძლია დაინახოს, თუ რამდენად კარგია ის შეტევის დამამთავრებელ ეტაპში. იგი ძალიან სწრაფია, ასევე აქვს ოსტატობა და ყველა საჭირო მახასიათებელი იმისთვის, რომ გახდეს წარმატებული თავდამსხმელი. მას ახლა მოთმინება მართებს, რადგან კლუბში ფორვარდების დიდი არჩევანია. ვფიქრობ იგი გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს."
"კემბრიჯთან" მატჩის პირველივე წუთებზე ნათელი გახდა, რომ ბრძოლის გარეშე მეტოქე დანებებას არ აპირებდა. მათ შანსი, რომ გამოეყენებინათ, ვინ იცის, შეხვედრა როგორ წარიმართებოდა. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით. საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით."
"კარგი იქნება თუ ამ სეზონს ასოციაციის თასის გამარჯვებით დავასრულებთ. ჩვენს გუნდში ძალიან ცოტაა ის მოთამაშე, ვინც ამ ტიტულის მოგებით დაიკვეხნის."- აცხადებს ესპანელი