"კემბრიჯთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ პედი მაკნეირმა განაცხადა, რომ იგი მენეჯერის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს.
"საოცარია, რადგან "იუნაიტედმა" ასოცაციის თასის მოგება ბოლო 11 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. ჩვენი ძალებით ნებისმიერი ტურნირის მოგება შეგვიძლია და ვფიქრობ მოთამაშეებს სეზონის ტიტულით დასრულება ძალიან სურთ."
"ასოციაციის თასზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდის პირველივე დარტყმა ძელს მოხვდა. სათამაშო ფუნქციის შეცვლა? მე ნებისმიერი პოზიციაზე თამაშისათვის მზად ვარ, როდესაც მე თავდასხმაში თამაშს დამავალებენ, ამას გავაკეთებ. უბრალოდ მოედანზე გამოსასვლელად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ."-განაცხადა ირლანდიელმა.