ანდერსონის განცხადებით, მისი "მანჩესტერული" კარიერა ტრამვებმა გაანადგურა.
2007 წელს, "პორტოდან" 26 მილიონ ფუნტად ნაყიდმა ბრაზილიელმა "მანჩესტერთან" ერთად მოიგო ოთხი პრემიერ ლიგა, ორჯერ ინგლისის ლიგის თასი და თითო-თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ანდერსონი მყარი მოთამაშე არასოდეს ყოფილა. მისი პრობლემების რაოდენობა სამოცდაათს უდრის. პრემიერ ლიგის მეორე ნახევრის მიჯნაზე ბრაზილიელმა დატოვა "იუნაიტედი" და სახლში დაბრუნდა, მან ხელშეკრულება "ინტერნაციონალთან" გააფორმა.
"მე ვითამაშე "იუნაიტედში" რვა წლის განმავლობაში და მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს. პირველი ოთხი წლის განმავლობაში მე მივაღწიე ყველაფერს, მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა და საკლუბო ჩემპიონატი. მე მქონდა მუხლზე დაზიანება, თუმცა სათამაშოდ მალევე დავბრუნდი, მაგრამ ჩემი მუხლები იდენტური არ იყო და კვლავ ტრამვა მივიღე."
"ფიქრობთ, რომ ფორმაში არ ვარ ? მოთამაშეებს ყოველთვის აკრიტიკებენ. წარსულში მქონდა ტრამვები, მაგრამ ახლა უნდა ვიმუშაო და მინდორს დავუბრუნდე" - განაცხადა ანდერსონმა "The Guardian"თან ინტერვიუში.