თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2301,
კომენტარები: 14
შოუ: "რუნის თასის მოგება ძალიან უნდა"
შოუ მომდევნო მატჩის შესახებ საუბრობს.
შოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ მიიჩნევს, რომ მისმა კლუბმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის პირველ მატჩში დაკარგულის კომპენსირება უნდა მოახდინოს.

"მატჩმა ძალიან გაგვიცრუა იმედი. გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ გადათამაშებაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. დასამტკიცებელი ნამდვილად გვაქვს, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თასი ჩვენთვის. "იუნაიტედს" დიდი ხანია ეს ტურნირი არ მოუგია, ამიტომ ახლა კარგი იქნებოდა საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა.

შანსი ნამდვილად გვაქვს, განსაკუთრებით, თუ ტურნირიდან გავარდნილ გუნდებს შევხედავთ. ე.წ. ტოპ-გუნდები ძალიან ცოტა დარჩა, ამიტომ მგონია, რომ უნდა გვიხაროდეს და ჩვენი მატჩი მოვიგოთ. "ოლდ ტრაფორდი" აქ ჩამოსული გუნდებისთვის კვლავ უნდა იქცეს აუღებელ ციხე-სიმაგრედ.

"იუნაიტედში" ყველა სურს ინგლისის თასის მოგება და ამჟამად სწორედ ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მიზანი, რადგან ჩემპიონატში პირველი ადგილის შანსი თითქმის არ გვაქვს. ამიტომ, ფსონს ინგლისის თასზე ჩამოვდივართ.

უეინ რუნის არასდროს მოუგია ეს ტურნირი და ძალიან ესწრაფვის ამის გაკეთებას მიმდინარე სეზონში. კენჭისყრის დროს გვიმართლებდა. დაბალი დივიზიონის გუნდებს ვხვდებით, ამიტომ იქნებ, ეს ჩვენი წელია.

იმედი მაქვს, "კემბრიჯს" გავცდებით, მაგრამ ადვილი არ იქნება. არ შეიძლება რომელიმე მატჩი გარდაუვალ გამარჯვებაზე ფიქრით დაიწყო, განსაკუთრებით თასზე. გასულ წელს ხშირად ვხედავდით ტოპ-კლუბების გავარდნას, ამიტომ მატჩი რთული იქნება და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ."
- განაცხადა შოუმ.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
3 თებერვალი 2015 17:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იმედი მაქვს, "კემბრიჯს" გავცდებით, მაგრამ ადვილი არ იქნება.


areyoukiddingme

რუნის ტიტულები მოენატრა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 17:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
2004ში არ გადმოვიდა რუნი და როგრო არ აქვს მოგებული
0
№3
ავტორი: Berba 9
3 თებერვალი 2015 17:57
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოვიგებთ ამ ტიტულს თან მარტივად )) ძლიერი გუნდებიც გავარდნენ, თუმცა ჩემპიონშიპის გუნდები ძაან მონდემებულები არიან და მაგრად თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2015 18:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჰო,შანსი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ,არ უნდა გაგვიჭირდეს წესით ამ ტიტულის მოგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 18:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ALL IN,

გასაგებია, მადლობა
0
№6
ავტორი: chudikone
3 თებერვალი 2015 19:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩვენც ძალიან გვინდა ეს თასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2015 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს, "კემბრიჯს" გავცდებით, მაგრამ ადვილი არ იქნება


კაი ეხლა
0
№8
ავტორი: Esi
3 თებერვალი 2015 20:18
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ძალიან რეალური შანსია ამ თასის მოგების, ძლიერი გუნდები არავინაა თითქმის, აღარც პრემიერ ლიგის კლუბები შემორჩნენ და...
0
№9
ავტორი: ALEXFERGUSON
3 თებერვალი 2015 20:21
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
კარგით რა. მაგ ფრით კემრიჯ უნაიტედმა მლიონ შვიდასიათასი ფუნტი მიიღო ოფიციალურად. არავინ არ თქვას,რომ მანჩესტერმა ამ გუნდთან ძაან მოინდომა და ვერ მოიგო.
0
№10
ავტორი: batumski
3 თებერვალი 2015 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ჯერარდსაც უნდა და ფინალში თუ შევხდით მაგათ მაგარი გამიხარდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top