Daily Mail-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ანხელ დი მარიას სახლს, რომელსაც შაბათს თავს მძარცველები დაესხნენ, დაცვა დაუყენა. ცოტა ხანში არგენტინელის სახლს, კერძო დაცვის თანამშრომლები, მთელი დღის განმავლობაში უდარაჯებენ.
სამმა მძარცველმა ანხელის სახლში შეღწევა ბაღის კარის გატეხვის მეშვეობით მოახერხეს, ამ დროს კი ფეხბურთელი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ტელევიზორს უყურებდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩეშირის პოლიციამ შემდეგი განცხადება გააკეთა:
"31 იანვარს, შაბათს 19:30 საათზე ცნობილი გახდა, რომ პრეტსბერის მხარის ერთ-ერთი სახლის გაქურდვა სცადეს. კრიმინალებმა კერძო პირის ტერიტორიაზე მოხვედრა უკანა კარიდან მოახერხეს. მძარცველების შემოსვლის შემდეგ, ცხადია სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შემდეგადაც ისინი გაიქცნენ."
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.