თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 09:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2432,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: სამშაბათი, 3 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: იანგი, კერიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ევანსი,
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Blackett, Shaw, Rojo, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Blind, Fellaini, Herrera, Valencia, Anderson, Powell, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.
კუნთების გაწყვეტის გამო მაიკლ კერიკი გუნდს ერთი თვით გამოეთიშა, პარტნიორებს ვერ დაეხმარება ვერც ეშლი იანგი, ხოლო ჯონი ევანსის მონაწილეობა ეჭვქვეშ დგას.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ჰიუზი, დანკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დონალდსონი
განაცხადი:

"კემბრიჯის" რიგებში მატჩს მცველი, ლაიამ ჰიუზი გამოტოვებს, რომელმაც "ები სტედიუმზე" გამართულ პირველ მატჩში მიიღო დაზიანება. მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო მატჩს გამოტოვებს ნარისონ დანკიც, ხოლო რაიან დონალდსონს გადათამაშებაში მონაწილეობის მცირე შანსები აქვს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 43 ქულა(პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-მ-წ-მ-ფ-მ


სახლში "ლესტერის" დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" 43 ქულით მესამე ადგილს იჭერს.

ყველა ტურნირზე გამართულ უკანასკნელ 15 შეხვედრაში მხოლოდ 1 წააგეს.

ინგლისის თასზე

"იუნაიტედმა" თასი 11-ჯერ მოიგო, რაც "არსენალთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

ტურნირის ფინალში 7-ჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0.

ინგლისის თასზე ასპარეზობა გასულ სეზონში მესამე რაუნდში დაასრულეს, როცა "სუონსისთან" სახლში 1-2 დამარცხდნენ.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 რაუნდში "იოვილ თაუნი" 0-2 დაამარცხეს.

მე-4 დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ გამართული უკანასკნელი 7 შეხვედრა "იუნაიტედმა" ყველა მოიგო და 21 გოლი გაიტანა.

დაბალი დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ ინგლისის თასზე გამართულ 40 შეხვედრაში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 2010 წელს "ლიდსის" წინააღმდეგ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


მე-14 ადგილი, 36 ქულა (მეორე ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: მ-მ-მ-ფ-ფ-წ

გასვლაზე "ლიტონთან" 3-2 მარცხის შემდეგ "კემბრიჯს" მეორე ლიგაში 36 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება.

"კემბრიჯი" ლიგის სხვა გუნდებთან შედარებით მეორე ტაიმში ყველაზე მეტ გოლს იტანს - 26 გოლი.

"კემბრიჯის" ფეხბურთელებს თავით უფრო მეტი გოლი გააქვთ, ვიდრე ლიგა 2-ს ნებისმიერ სხვა გუნდს - 14 ბურთი.

"კემბრიჯს" საჯარიმოს ფარგლებს გარედან ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გააქვს - 34 გოლი.

მიმდინარე სეზონის 25 მატჩში "კემბრიჯმა" მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

სეზონში ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება "კემბრიჯმა" მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

ინგლისის თასზე

"კემბრიჯი" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ორჯერ გავიდა (მე-4 დივიოზინის გუნდების რეკორდი) 1990 და 1991 წლებში.

1991-92 წლებში "კემბრიჯმა" რანგით მასზე მაღლა მდგომი გუნდი გამოთიშა ტურნირს, როცა გადათამაშებაში "ქოვენთრი" დაამარცხა.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში გუნდი პირველად გავიდა თასის მეოთხე რაუნდში. 2000 წლის იანვარში მათ მე-4 რაუნდში "რექსჰემის" დამარცხება მოახერხეს, ხოლო მე-5 რაუნდში "ბოლტონთან" დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში თასის პირველ რაუნდში "ფლიტვუდს" 1-0 სძლიეს, მე-2 რაუნდში "მენსფილდს 1-0, მე-3 რაუნდში კი "ლუტონს" 2-1.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 9 გოლი (ცხრავე ლიგაში)

ინგლისის თასის უკანასკნელ 6 მატჩში უეინ რუნიმ 6 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მცველების ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია - კრის სმოლინგის ბურთი "ჰალ სიტის" კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კემბრიჯ იუნაიტედი" (პრევიუ)

"კემბრიჯ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: დონალდსონი - 6 გოლი (4 ლიგაში).

თუ მოედანზე 34 წლის ლუკ ჩედვიკი გავა, თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, რომელში კარიერა 1999 წელს დაიწყო და 2004 წლამდე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ურთიერთშეხვედრები


ადრე ეს გუნდები ერთმანეთს სათასო ტურნირებზე მხოლოდ 3-ჯერ შეხვდნენ.

1991 წლის 25 სექტემბერს "წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" მეტოქეს 3-0 სძლიეს, სტივ ბრიუსის, რაიან გიგზისა და ბრაიან მაკკლეირის გოლების წყალობით. საპასუხო შეხვედრაში "ები სტედიუმზე" 9 ოქტომბერს 1-1 ფრე დაფიქსირდა. სტუმრების მხარეს თავი კვლავ მაკკლეირმა გამოიჩინა, ხოლო მასპინძლების გუნდში დიონ დაბლინმა, რომელიც სერ ალექსმა მომდევნო სეზონში შეიძინა.

2015 წლის 23 იანვარს ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის ეგიდით გამართულ შეხვედრაში კი "იუნაიტედმა" "კემბრიჯის" დამარცხება ვერ მოახერხა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა.

ინგლისის დივიზიონის რეიტინგში გუნდებს 78 ადგილი აშორებთ.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა

"კემბრიჯი" 0-0 "იუნაიტედი"

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდი

2015 წლის 23 იანვარი.
მსაჯი: კრის ფოი.

მსაჯთა ბრიგადა:

მთავარმა მსაჯმა, კრი ფოიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში იმსაჯა, 66 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: გარი ბესუიკი, ლი ბეტსი.

სათადარიგო მსაჯი: რობერტ მედლი
მატჩის წინ
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 10:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აბა ოთხშაბათს იქნებაო? ისე, ეს კარგი ქნეს რომ გამოდიტანეს. ვესტ ჰემისთვის უფრო მეტი დრო გვექნება დასასვენებლად. მოკლედ, დღეს ნორმალურ შემადგენლობას და ზოგიერთი ფეხბურთელისთვის შანსის მიცემას ველოდები. არ გამოვრციხოთ, რომ მატამაც ითამაშოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
3 თებერვალი 2015 10:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
valdesi, rafaeili, smolingi, roxo, shou, ianuzai, erera, dimaria, mata, runi da falcao.... Eseni sastavshi da shecvalze felaini, uilsoni da blindi shemovides....
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ევანსის ფეხი არ იყოს შემადგენლობაში, ძირითადზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.
0
№4
ავტორი: AkkRed
3 თებერვალი 2015 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი წყობით გამოვლენ, აი ნახავთ.
0
№5
ავტორი: Geroge_mg
3 თებერვალი 2015 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ველოდები დიდი აგარიშით მოგებას, ამოვიდა ყელში უკვე ამ ჭ კლასის გუნდებთან გაჭირვებით მოგება
0
№6
ავტორი: chudikone
3 თებერვალი 2015 12:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვალენსიამ ტრავმა რო მიიღოს 8 წლიანი, ხომ შეიძლება ? derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Count Alucard
3 თებერვალი 2015 14:26
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დღეს თუ იყო არ ვიცოდი თამაში მეც ხვალ მეგონა. კრის ფოი კიდე ლუციფერია თუ რა არი 66 ყვითელი და 6 წითელი. 666 lol
0
№8
ავტორი: Best 7
3 თებერვალი 2015 14:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვიგებთ 5-0
0
№9
ავტორი: RojoDiablo
3 თებერვალი 2015 15:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
ისეთი ციფრი დაწერე, დღეს რომ ვერ მოვიგოთ შენ დაგაბრალებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgeBest
3 თებერვალი 2015 16:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია არ იკაცებს და ვალდესს არ ვნახავთ, მშვიდად მოგება გვინდა, ოლდ ტრაფორდზე მაინც არ ვიყოთ. სირცხვილია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top