"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი სეზონის დარჩენილ ნაწილს "დერბი ქაუნთიში" იჯარის წესით გაატარებს.
ლინგარდი, რომელმაც "იუნაიტედთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, მთელი სეზონის განმავლობაში მუხლის მძიმე ტრავმის გამო უქმობდა და "წითლების" რიგებში ერთადერთი მატჩი სეზონის პირველ ტურში "სუონსის" წინააღმდეგ გამართა.
"იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილი სეზონის დარჩენილ ნაწილს ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "დერბიში" ითამაშებს, რომელიც ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.