"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბოლტონიდან" ენდი კელეტი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა.
ბოლტონში დაბადებული კელეტი "პლიმუთში" სამი თვის განმავლობაში იჯარის წესით ყოფნის შემდეგ, სადაც მეორე ლიგის გუნდის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, "ბოლტონს" დაუბრუნდა.
21 წლის მცველი "ბოლტონის" აკადემიის აღზრდილია და "უონდერერსის" რიგებში 4 მატჩიც ჩაატარა.
სეზონის დარჩენილ ნაწილს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საიდი იანკო "იუნაიტედმა" იჯარის წესით სწორედ "ბოლტონში" გაანათხოვრა.