ახალგაზრდა "ეშმაკები" დამარცხდნენ.
ორშაბათს საღამოს გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულჰემის" მოთამაშეები ხვდებოდნენ. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ანგარიშზეც აისახა. ძირითადი გუნდიდან მონაწილეობა ორმა მოთამაშემ მიიღო. რაფაელ და სილვა, რომელიც ტრამვის შემდეგ დაბრუნდა და ფორმის აღსადგენად თამაშობდა და ტაილერ ბლეკეტი, რომელმაც არც თუ ისე კარგი მატჩი შემოგვთავაზა. მოედანზე წინა მატჩის მსგავსად კარგად იასპარეზა ნიკ პაუელმა, რომელმაც კვლავ შეძლო გოლის გატანა მე-7 წუთზევე, თუმცა მეტის გაკეთება "იუნაიტედის" მოთამაშეებმა ვეღარ შეძლეს და უფრო მეტიც, მათ ორი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1 - 2 "ფულემი" (U21)გოლები: პაუელი 7წთ. - რიჩარდსი 59, ტაგარტი 64წთ.
მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაჯ.პერეირა. რაფაელი, თორფი, ბლეკეტი, იანკო, ჯეიმსი, ჰაროპი(უილოკი74), ა.პერეირა, ვეირი. პაუელი, ა.ფლეტჩერი(გრიმშოუ79).
შეცვალზე არ შემოსულან: ოჰარა, ლავი, კ.ევანსი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსისთან" სამი ქულა აშორებს."იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრაში "ჩელსის" უმასპინძლებს. მატჩი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართებაწყარო:
manutd.com